თბილისი (GBC) - პარალიმპიელი ჩემპიონების და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ კამპანიას SPAR-იც შეუერთდა. კომპანიამ პარაძიუდოისტ ნატა ოჩიგავასთან თანამშრომლობა დაიწყო.
„SPAR-ისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც საზოგადოებაში თანასწორი შესაძლებლობებისა და ინკლუზიურობის იდეას აძლიერებს. სწორედ ამიტომ შევუერთდით საქართველოს ბანკის კამპანიას და ვთანამშრომლობთ პარაძიუდოისტ ნატა ოჩიგავასთან.
ნატა თავისი შრომით, მიზანდასახულობითა და საერთაშორისო წარმატებებით იმ სპორტსმენთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც საქართველოს ღირსეულად წარმოადგენენ მსოფლიო ასპარეზზე. მისი მიღწევები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მონდომებას, დისციპლინასა და საკუთარი საქმისადმი ერთგულებას.
გვიხარია, რომ ამ კოლაბორაციის ფარგლებში, ჩვენს ბრენდს წარმოადგენს ჩემპიონი, რომელიც თავისი პროფესიონალიზმითა და მიღწევებით არაერთი ადამიანისთვის შთაგონების წყაროა“, - აღნიშნავს თათული გულბიანი, დეილი ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი.
საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ:
ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას, რათა პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა – შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.
(R)
