თბილისი (GBC) – ანა აკოფიანმა განაცხადა, რომ მისი სამოქალაქო ქორწინება სომხეთის პრემიერ–მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან დასრულდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში Facebook საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ძვირფასო თანამემამულეებო, გაცნობებთ, რომ პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ჩემი სამოქალაქო ქორწინება დასრულდა. ყველას გთხოვთ თავშეკავებას და კორექტულობას ამ თემის განხილვისას...“, – წერს ანა აკოფიანი.
ამასთან, სომხური მედია იუწყება, რომ ანა აკოფიანის და ნიკოლ ფაშინიანის ქორწინება ოფიციალურად კვლავ რეგისტრირებულია.