თბილისი (GBC) – ლატვიის პრემიერ–მინისტრი კრიშიანის კარინში თანამდებობიდან მიდის. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიური მედია ავრცელებს.
გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მან თავის პარტიას „ახალი ერთობა“ მთავრობის მეთაურის პოსტზე ახალი კანდიდატურის წარდგენისკენ მოუწოდა.
„ჩემი და ჩემი ამჟამინდელი კაბინეტის გადადგომის შესახებ განცხადებას დავწერ და პრეზიდენტს ხუთშაბათს წარვუდგენ“, – განაცხადა კარინშმა პრეს–კონფერენციაზე, რომლის ტრანსლაციაც ლატვიის მთავრობის საიტზე მიმდინარეობდა.
კარინში პრემიერ–მინისტრის თანამდებობას 2019 წლის 23 იანვრიდან იკავებს.