თბილისი (GBC) – ორშაბათის ვაჭრობებზე ნავთობის ფასი იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა: აშშ–ის გადაწყვეტილებამ, ისრაელის სასარგებლოდ ირანთან კონფლიქტში ჩართვასთან დაკავშირებით ბაზარზე მიწოდების შეფერხებასთან დაკავშირებით მოლოდინები გაამძაფრა. Bret-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები, თბილისის დროით 09:22 საათისთვის, 1,06%–ით იყო გაზრდილი $77,83–მდე ბარელზე, WTI 1,07%–ით გაძვირდა – ბარელზე $74,63–მდე. 

ორშაბათის სესიის პირველ საათებში ორივე მარკის ნავთობზე კონტრაქტები 3%–ზე მეტით ძვირდებოდა $81,4–მდე და $78,4–მდე, შესაბამისად, რაც ბოლო 5 თვის მაქსიმალური ნიშნულია.

ამერიკულმა ბომბდამშენებმა შაბათ–კვირის ღამეს ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ მშვიდობიან დარეგულირებაზე უარის შემთხვევაში უფრო მძლავრ დარტყმებს განახორციელებს ისლამური რესპუბლიკის ინფრასტრუქტურაზე.

OPEC-ის წევრ სახელმწიფოებს შორის ნავთობმოპოვების მოცულობით ირანი მესამე ადგილზეა.

ბაზარი ნავთობის ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდას ელის, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ ირანი ორმუზის სრუტის დაკეტვას შეეცდება, რომელზეც ნავთობის გლობალური საზღვაო გადაზიდვების დაახლოებით 40% მოდის.