მედიისთვის სასამართლოს სხდომების გაშუქება მნიშვნელოვნად იზღუდება, ზუსტ...
ცვლილებების შედეგად,
იზღუდება სასამართლოს
ეზოსა და დერეფნებში
გადაღება. პროცესების
გადაღების უფლებამოსილება
ენიჭება სასამართლოს ან
სასამართლოს მიერ
უფლებამოსილ პირს, რაც
შეეხება სასამართლო
სხდომის ვიდეო და აუდიო
ჩაწერას – დაიშვება მხოლოდ
დასაბუთებული
შუამდგომლობის
საფუძველზე, მოსამართლის
მიერ მიღებული
მოტივირებული
გადაწყვეტილებით.ამასთან,
სასამართლოს შეეძლება
სასამართლოს შენობაში
შესული პირისათვის პირადი
ნივთების, მათ შორის,
მობილური ტელეფონის,
კომპიუტერის, ფოტო-, კინო-,
ვიდეო- ან/და
აუდიოსაშუალებების
ჩამორთმევა.ინიცირებული
კანონპროექტში მედიასთან
დაკავშირებული მუხლი
პირობითად სამი
ნაწილისგან შედგება და
ითვალისწინებს შემდეგს:
სასამართლოში
(სასამართლოს შენობაში,
სასამართლო სხდომის
დარბაზში, სასამართლოს
ეზოში) ფოტო-, კინო-,
ვიდეოგადაღება და
ტრანსლაცია დაუშვებელია,
გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ამას ახორციელებს
სასამართლო ან
სასამართლოს მიერ
უფლებამოსილი პირი.
სასამართლოს შეუძლია
გაავრცელოს თავის ხელთ
არსებული სასამართლო
პროცესის ფოტო-, კინო- და
ვიდეოგადაღების მასალები,
თუ ეს არ ეწინააღმდეგება
კანონს. სასამართლო
სხდომის ვიდეო და აუდიო
ჩაწერა დაიშვება მხოლოდ
დასაბუთებული
შუამდგომლობის
საფუძველზე, მოსამართლის
მიერ მიღებული
მოტივირებული
გადაწყვეტილებით”. დღეს
მოქმედი ნორმით,
საზოგადოებრივი
მაუწყებელი უფლებამოსილია
შეუზღუდავად
განახორციელოს სასამართლო
პროცესის ფოტოგადაღება,
კინო-, ვიდეო-,
აუდიოჩაწერა.თუ
საზოგადოებრივი
მაუწყებელი არ სარგებლობს
ამ ნორმით ასეთი
უფლებამოსილებით
სარგებლობა შეუძლია სხვა
საერთო საეთერო
მაუწყებელს სასამართლო
სხდომის დაწყების წინ
საქმის განმხილველი
მოსამართლისათვის
წერილობითი განცხადების
წარდგენის საფუძველზე.
კანონში ამ ჩანაწერსაც
აუქმებენ.კანონპროექტის
ინიციატორები არიან: არჩილ
გორდულაძე, თორნიკე
ჭეიშვილი, რატი
იონათამიშვილი, ალუდა
ღუდუშაური, დავით
მათიკაშვილი, თენგიზ
შარმანაშვილი, ალექსანდრე
ტაბატაძე, გურამ
მაჭარაშვილი, აკაკი
ალადაშვილი.პროექტის
დაჩქარებული წესით
განიხილავენ, რაც ნიშნავს,
რომ მას მიმდინარე კვირაში
სამივე მოსმენით
მიიღებენ.რა ცვლილებები
განხორციელდება სიტყვისა
და გამოხატვის
თავისუფლების
კანონში?„ქართულმა
ოცნებამ“ შეიმუშავა
მორიგი შემზღუდავი
საკანონმდებლო
ცვლილებები, - ამჯერად
„სიტყვისა და გამოხატვის
თავისუფლების“ კანონთან
დაკავშირებით, - რომელსაც
პარლამენტი დაჩქარებული
წესით განიხილავს.18 ივნისს
ინიციირებული ცვლილება
დღეს, 23 ივნისს პარლამენტის
საიტზე
გამოქვეყნდა.ინიციირებული
კანონპროექტის
მიხედვით:ზუსტდება
ცილისწამების განმარტება:
„ცილისწამება – არსებითად
მცდარი ფაქტის შემცველი და
პირის სახელის გამტეხი
განცხადება“მოქმედ
კანონში „ცილისწამება“
განმარტებულია, როგორც
არსებითად მცდარი ფაქტის
შემცველი და პირისთვის
ზიანის მიმყენებელი, მისი
სახელის გამტეხი
განცხადება.სიტყვისა და
გამოხატვის თავისუფლების
შინაარსობრივი რეგულირება
გავრცელდება არა მხოლოდ
პირისპირ შეურაცხყოფაზე,
არამედ საჯარო სივრცეში
შეურაცხყოფაზეც.
კანონიდან იღებენ
ჩანაწერს, რომლის მიხედვით,
კერძო ცხოვრების
ხელშეუხებლობისა და
პერსონალური მონაცემების
დაცვის მოტივით არ
შეიძლება შეიზღუდოს
გამოხატვის თავისუფლება
იმ მოვლენასთან
დაკავშირებით, რომლის
ცოდნაც აუცილებელია
ადამიანისათვის
დემოკრატიულ სახელმწიფოში
საზოგადოებრივი
თვითმმართველობის
განსახორციელებლად.
კანონიდან იღებენ
ჩანაწერს, რომლის
მიხედვითაც, დაუშვებელია,
სიტყვის თავისუფლების
შეზღუდვის საქმეზე
მოპასუხის უარი –
გაამხილოს პროფესიული
საიდუმლოება ან მისი წყარო
– გახდეს მოპასუხის
საწინააღმდეგო
გადაწყვეტილების
გამოტანის ერთადერთი
საფუძველი. ასევე იღებენ
ჩანაწერს, რომლის
მიხედვითაც, სიტყვის
თავისუფლების შეზღუდვისას
მტკიცების ტვირთი
ეკისრება შეზღუდვის
ინიციატორს. ყოველგვარი
ეჭვი, რომელიც ვერ
დადასტურდება კანონით
დადგენილი წესით, უნდა
გადაწყდეს სიტყვის
თავისუფლების შეზღუდვის
საწინააღმდეგოდ.
მტკიცების ტვირთი
მოსარჩელიდან მოპასუხეზე
გადადის – როგორც კერძო,
ისე საჯარო პირის
ცილისწამების შემთხვევაში
იცვლება მტკიცების
ტვირთის დაკისრების
საკითხი და მტკიცების
ტვირთის გადატანა ხდება
მოპასუხეზე. პროექტის
მიხედვით, კერძო პირმა,
რომელიც თვლის, რომ
ცილისწამების ადრესატია
და აღძრავს სარჩელს
ცილისმწამებლისათვის
პასუხისმგებლობის
დაკისრების მოთხოვნით,
სასამართლოს უნდა
წარუდგინოს ის განცხადება,
რომელსაც იგი
ცილისწამებად მიიჩნევს,
იმის მითითებით რა
არსებითად მცდარ ფაქტს
შეიცავს განცხადება მის
შესახებ და შესაბამისი
დასაბუთება იმის თაობაზე,
თუ რატომ არის ის
მოსარჩელისთვის სახელის
გამტეხი.მოპასუხეს
აღნიშნული სარჩელის
საფუძველზე დაეკისრება
ცილისწამებისათვის
შესაბამისი
პასუხისმგებლობა, თუ ის ვერ
დაამტკიცებს, რომ სადავო
განცხადება არ შეიცავს
არსებითად მცდარ ფაქტს
მოსარჩელის
შესახებ.საჯარო პირის
ცილისწამების შემთხვევაში
მე-14 მუხლით დგინდება, რომ
საჯარო პირმა, რომელიც
თვლის, რომ ცილისწამების
ადრესატია და აღძრავს
სარჩელს
ცილისმწამებლისათვის
პასუხისმგებლობის
დაკისრების მოთხოვნით,
სასამართლოს უნდა
წარუდგინოს ის განცხადება,
რომელსაც იგი
ცილისწამებად მიიჩნევს,
იმის მითითებით რა
არსებითად მცდარ ფაქტს
შეიცავს განცხადება მის
შესახებ და შესაბამისი
დასაბუთება იმის თაობაზე,
თუ რატომ არის ის
მოსარჩელისთვის სახელის
გამტეხი. მოპასუხეს
აღნიშნული სარჩელის
საფუძველზე დაეკისრება
ცილისწამებისათვის
შესაბამისი
პასუხისმგებლობა, თუ იგი
ვერ დაამტკიცებს, რომ
სადავო განცხადება არ
შეიცავს არსებითად მცდარ
ფაქტს მოსარჩელის შესახებ.
მოპასუხის
პასუხისმგებლობა
გამოირიცხება, თუ,
მიუხედავად იმისა, რომ
სადავო განცხადება
შეიცავს არსებითად მცდარ
ფაქტს მოსარჩელის შესახებ,
მოპასუხე დაამტკიცებს
განცხადების
გავრცელებისადმი საკუთარ
კეთილსინდისიერებას.
კეთილსინდისიერებად
ჩაითვლება იმგვარი
ვითარება, როდესაც
მოპასუხემ, განცხადების
გავრცელებამდე, ყველა
აუცილებელი გონივრული
ზომა მიიღო ინფორმაციის
სისწორის გადამოწმების
მიზნით და მისთვის უცნობი
იყო ფაქტის მცდარობის
შესახებ.კანონიდან
ამოიღებენ მუხლს, რომლის
მიხედვით, პირს ენიჭება
კვალიფიციური პრივილეგია
ცილისწამებისთვის, თუ:ა)
მან მიიღო გონივრული
ზომები ფაქტის სისწორის
გადასამოწმებლად, მაგრამ
ვერ შეძლო შეცდომის
თავიდან აცილება და
გაატარა ქმედითი
ღონისძიებები
ცილისწამებით დაზიანებული
პირის რეპუტაციის
აღსადგენად;ბ) იგი მიზნად
ისახავდა საზოგადოების
კანონიერი ინტერესების
დაცვას და დაცული სიკეთე
აღემატება მიყენებულ
ზიანს;გ) მან განცხადება
გააკეთა მოსარჩელის
თანხმობით;დ) მისი
განცხადება წარმოადგენდა
მოსარჩელის მიერ მის
წინააღმდეგ გაკეთებულ
განცხადებაზე თანაზომიერ
პასუხს;ე) მისი განცხადება
წარმოადგენდა სამართლიან
და ზუსტ რეპორტაჟს იმ
მოვლენასთან
დაკავშირებით,
რომლისკენაც მიმართულია
საზოგადოებრივი
ყურადღება.იცვლება
ცილისწამებით მიყენებული
ზიანის ანაზღაურების
წესიც, თუ სასამართლო
მიიჩნევს, რომ შესწორების
ან უარყოფის გამოქვეყნება
არ არის საკმარისი
ცილისწამებით
მოსარჩელისათვის
მიყენებული ზიანის
ჯეროვანი
ანაზღაურებისათვის,
მოპასუხეს, მოსარჩელის
მოთხოვნით, შეიძლება
დაეკისროს
მოსარჩელისათვის
მიყენებული ქონებრივი
ან/და არაქონებრივი
(მორალური) ზიანის
ანაზღაურებაც.
1750701275