თბილისი (GBC) – არაღიარებული არცახის რესპუბლიკის (მთიანი ყარაბაღი) ე.წ. პრეზიდენტმა სამველ შახრამანიანმა „2023 წლის 19 სექტემბრის შემდეგ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე“ ქმედებების შესახებ.

მის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამია:

„განკარგულების თანახმად, რთული სამხედრო–პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, არცახის ხალხის უსაფრთხოებისა და სასიცოცხლო ინტერესების გამო, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის შუამდგომლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით და მთიანი ყარაბაღის კონსტიტუციის 93–ე მუხლის თანახმად მიღებულია გადაწყვეტილება:

1. დაიშალოს ყველა სახელმწიფო უწყებები და ორგანიზაციები, რომლებიც მათ დაქვემდებარებაში არიან 2024 წლის 1–ელ იანვრამდე და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა (არცახი) წყვეტს არსებობას.

2. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, მათ შორის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ მყოფნი, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან რეინტეგრაციის პირობებს გაეცნობა, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკამ წარმოადგინა, რათა დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად მიიღონ გადაწყვეტილება ყარაბაღში შესაძლო დაბრუნების შესახებ

განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე“.