GE EN
სხვა სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებების ნაწილი ADB-ს მიმართავ...

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელსაც ხელს 53 არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება აწერს, ნათქვამია: „ქალბატონ ასელ იუსუპბეკოვას, მდივანი, აზიის განვითარების ბანკი (ADB) ქალბატონ ლესლი ბერმან ლამს, დირექტორი, ADB საქართველოს მუდმივი მისია, ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტი ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ყველა დელეგატს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მივესალმებით აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის მონაწილეებს, რომლებსაც თბილისი მასპინძლობს 2024 წლის 2-5 მაისს. ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ჩვენს კოლეგებს და პარტნიორები რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების სექტორიდან, ვინც დაუღალავად იღვწის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის. გვინდა მოვუწოდოთ კლიმატის ცვლილების, ხელოვნური ინტელექტისა და მწვანე ეკონომიკის საკითხების განსახილველად შეხვედრის დელეგატებს, ჩვეული პატივისცემით მოეკიდონ ქართული საზოგადოების ბრძოლას დამოუკიდებლად განსაზღვრონ ქვეყნის განვითარების ტრაექტორია და განაგრძონ სვლა დემოკრატიული, ინკლუზიური და მშვიდობიანი საქართველოსთვის.როგორც დღეს ქუჩებში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე, ჩვენც ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, კულტურით და სტუმართმოყვარეობით და გვინდა ეს ყოველივე გაგიზიაროთ თქვენ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პატივცემულმა სტუმრებმა დაადასტურონ ADB-ის წევრი მთავრობების მიერ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მნიშვნელობა, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ამ საკითხებზე საუბრით, ასევე საჯარო საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისგან თავის შეკავებით, და, რაც მთავარია, მკაფიო პოზიციის დაფიქსირებით გამოხატვის თავისუფლებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე”.მიმართვას ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოევროპის ფონდისაქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)თბილისი პრაიდიეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)GFSIS - რონდელის ფონდისაქართველოს ევროპული ორბიტამთავრობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი (DRI)ქალთა ინიციატივების მხარდაჭერის ჯგუფიილიას იურიდიული სახლი (Iliasi)სამოქალაქო საზოგადოების ფონდიწამების მსხვერპლთა Ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRTსამოქალაქო იდეადემოკრატიის ვირტუალური აკადემიანაბიჯი განვითარებისთვისჟურნალისტიკის რესურს ცენტრი JRCსაქართველოს Რეგიონულ გამომცემელთა ალიანსი GARBკოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის CILგორის სათემო რადიო მოზაიკაკოალიციური მოძრაობა ცვლილებებისათვისშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ეროვნული ქსელი (NNWWD)ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციაუფლებები საქართველონინოწმინდის სათემო რადიო-ტვ «ნორი»გურიის სამოქალაქო ცენტრიᲐსოციაცია ანიკაᲡაქართველოს ყრუთა კავშირიდემოკრატიის ინდექსი - საქართველოᲤონდი აფხაზინტერკონტიᲨშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი,,ლამპარი’’შშმ ქალთა ეროვნული ქსელიკეთილდღეობის და განვითარების ცენტრიახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი"ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- პროგრესის სახლიმედიის განვითარების ფონდისაქართველოს სასოფლო დარბაზიმედია ცენტრი კახეთისაქართველოს რეგიონული რადიოსადგურთა ქსელისაზოგადოებრივ საგანმანათლებლო ასოციაცია ჰერეთიკონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)მედიასახლი “გურია ნიუსი“ორგანიზაცია Post-ალიონი“საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრიმედია აპრილითავისუფალ ჟურნალისტთა სახლიᲡამოქალაქო აქტივობების ცენტრი [CCA]რადიო “მარნეული”საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაᲜაბიჯი ხარაგაული

1714645875

ფინანსთა მინისტრმა ADB-ის 57-ე შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სემინა...

მან სტუმრებს მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სემინარის ფარგლებში გაიმართება საინტერესო დისკუსია.„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა 2024 წელს ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობა თბილისში. მადლობელი ვარ აზიის განვითარების ბანკის თავდადებული გუნდის მხარდაჭერისთვის ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზების პროცესში.თემატური საკითხებია: დაკავშირებადობის გაუმჯობესება - ევროპული დაკავშირებადობა და შუა დერეფანი; ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში შექმნილი შესაძლებლობებისა და იმპულსის განხილვა; პერსპექტივები ახალი ბაზრებისთვის - ადგილობრივი ვალუტებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება. ასე რომ, მოუთმენლად ველი დღევანდელ დისკუსიას და ყველას გისურვებთ ნაყოფიერ დღეს. იმედი მაქვს, რომ თემატური დისკუსიები ინფორმაციული და საინტერესო იქნება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

1714644585

„საქართველოს მთავრობას შეიძლება რუსეთის სამხედრო დახმარება დასჭირდეს“...

„მათი საბოლოო მიზანია – გამოათრიონ სააკაშვილი, მოაწყონ 152–ე ქართული მაიდანი, წამოსწიონ დესტრუქციული ძალები, ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია გააჩაღონ. მათ ეს სჭირდებათ, რადგან ამის გარეშე ძალიან რთულია ჩვენი ძალების უკრაინის სამხედრო სცენიდან გამოდევნა“, – თქვა კორნაუხოვმა.მისი თქმით, რუს ძალოვნებს ძალიან მარტივად შეუძლიათ საქართველოს ხელისუფლებისთვის დახმარების გაწევა „ტერორისტული წარმონაქმნებისთვის კისრის მოგრეხვით“, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ კანონს აპროტესტებენ.კორნაუხოვი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაყენების იდეითაც გამოდის, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობას აკრიტიკებს.„რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი უნდა მოშორდეს. რა საჭიროა იგი? საქართველოში პროამერიკული ძალები თავიდან უნდა მოვიშოროთ. საქართველო მთლიანად უნდა გაიწმინდოს“, – განაცხადა კორნაუხოვმა.რუსეთის ხელისუფლება მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ ე.წ. რუსულ კანონს მხარს უჭერს.

1714643895

პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები თბილისში აქ...

მათივე თქმით, საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას თვალს შეშფოთებით ადევნებს და იგი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას გმობს. "საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს“, - წერს საფრანგეთის საგარეო უწყება X-ზე.საფრანგეთის საგარეო უწყების მსგავსად საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მიიღოს „აგენტების კანონი“, განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში.„საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის საფუძველშია და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“,- ნათქვამია განცხადებაში.„შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის" კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს. მმართველი პარტიის წევრები ცხადად ამბობენ, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს“, - აცხადებს აშშ-ის საელჩო.განცხადებაში ვკითხულობთ, დიპლომატიური წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია.„ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, რომ გაგონილი იყოს მათი ხმა. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.მიმდინარე აქციებს ბრიტანეთის საელჩო საქართველოშიც ეხმაურება და აცხადებს, რომ ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს.„საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს გახდნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები. მათი ხმა გაგონილ უნდა იქნეს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული”, – ნათქვამია განცხადებაში."საქართველო უკანასკნელი წლების განმავლობაში „ჰედლაინებში" პოზიტიური საკითხების გამო ხშირად ხვდებოდა, მათ შორის, შემიძლია გამოვყო კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი, მნიშვნელოვანი რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივები და ახლა "ჰედლაინებში" ყოფნა ამ სამწუხარო პროტესტის გამო, გამოწვევაა", - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.მისივე თქმით, საქართველო ძალიან ფოკუსირებული იყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე და აქედან გამომდინარე ხელისუფლება ამ გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებს სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.„მე ვფიქრობ, რომ ქვეყანა ძალიან ფოკუსირებული იყო ევროკავშირის კანდიდატობაზე, არა მხოლოდ კავშირის წევრობაზე, არამედ ამ კუთხით ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზეც. ვფიქრობ, ყველა ეს მიზეზი ჯერ კიდევ არსებობს და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება და ქვეყნის ლიდერები სიფრთხილით მოეკიდონ შემდეგ ნაბიჯებს. მე ვფიქრობ, რომ რეფორმები, რომლებიც იყო მოტივირებული ევროკავშირის კანდიდატობით, ჯერ კიდევ რელევანტურია და ვფიქრობ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ კურსის შენარჩუნება, რათა საფრთხე არ შეექმნას ამას.ჩვენ უნდა შევაფასოთ, რა შესაძლო გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ კანონს იმ სამუშაოზე, რომელსაც საქართველოში ვეწევით. ის თუ რა გავლენას მოახდენს ეს კანონი ევროკავშირთან ურთიერთობას, ვფიქრობ, ევროკავშირის წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოთ. მსოფლიო ბანკი, უფრო მეტად დაკავებულია საქართველოში ეკონომიკური განვითარების, სიღარიბის ზრდის საკითხებით და საბოლოოდ და საქართველოსა და ქართველებისთვის კეთილდღეობის შექმნით და ვიცი, რომ ამაზე საქართველოს ხელისუფლებაც ფიქრობს. ვისურვებდი, რომ მათ განაგრძონ ამ მიმართულებებზე მუშაობა, თუ რა რეფორმები უნდა გატარდეს და რა გზის არჩევა უნდა მოხდეს, საქართველოში კეთილდღეობის შესაქმნელად“,- განაცხადა როლანდ პრაისმა.ცნობისთვის, 1–ელ მაისს რუსთაველის გამზირზე „რუსული კანონის“ გასაპროტესტებლად ასი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. შსს-მ განაცხადა, რომ პოლიცია სრულად გაიყვანა ადგილიდან.რამდენიმე ათეული ადამიანი 9 აპრილის ქუჩის მხრიდან პარლამენტის ჭიშკარს ეჯაჯგურებოდა. სპეცრაზმმა, რომელიც პარლამენტის ეზოში იყო, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შემდეგ კი გაზი რამდენჯერმე გაუშვეს რუსთაველის გამზირის მხარესაც. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გამოიყენეს ასევე რეზინის ტყვია, თუმცა შსს ამ ფაქტს უარყოფს.დღეს, 2 მაისის დილას, საქართველოს პარლამენტის აპარატმა განაცხადა, რომ პლენარული სხდომები არ გაიმართება. „მოქმედებს წითელი და შემდეგ ყვითელი დონეები, ვინაიდან 1-ელ მაისს, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, შესაბამისად დღეს, 2 მაისს, პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ფოტო: მაქსიმე ბაქრაძე

1714642907

თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობისთვის სპეციალური უწყებათაშორისი კომ...

განკარგულების მიხედვით, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება, კომისიაში შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, კულტურისა და სპორტის, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, თბილისის მერი. ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტები.სტადიონი, სავარაუდოდ, ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. მანამდე საქართველოს მთავრობაში აცხადებდნენ, რომ ახალ სტადიონზე 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის სურვილი აქვთ.

1714639646

კონკურენციის სააგენტოში შესული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს...

- აღნიშნულ  პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით,  მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 31 საქმეზე.- სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 14 მოვაჭრეს 19 საქმეზე  ჯარიმა დაეკისრა ჯამში 11 300 ლარი.- მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 50 საქმეზე - 46 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 88%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 3%, რომელსაც მოჰყვება იმერეთი და კახეთის რეგიონები.მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე  ფიქსირდება 95, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 91, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 52, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 16, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 14, ხოლო სხვა დანარჩენი 32.საანგარიშო პერიოდში, 72%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს; ტრანსპორტი და დასაწყობება 11%-ს; ხელოვნება, გართობა და დასვენება 4%; ხოლო სხვა სახის საქმიანობა 13%-ს.მომხმარებლის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ სააგენტოს ცხელ ხაზზე 598 05 4422.

1714639129