GE EN
სხვა სიახლეები
სებ-მა ენერგეტიკის სექტორის კვლევის პრეზენტაცია გამართა

ღონისძიება სიტყვით გახსნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, რომლის თქმით, ენერგეტიკის სექტორი ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიული სექტორი და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი სექტორული კვლევები და შეხვედრები ენერგეტიკისა და საფინანსო ინდუსტრიის წარმომადგენლებს, მოსაზრებების გაცვლისა, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და  სექტორის განვითარების მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევს."ენერგეტიკის სექტორის პორტფელი ბანკებში სტაბილურად დაბალი საკრედიტო რისკებით ხასიათდება. შესაბამისად, აღნიშნული სექტორის მაღალი წილი ბანკების საკრედიტო პორტფელში ფინანსურ სტაბილურობასაც უწყობს ხელს და ამცირებს მის ციკლურობას. აქედან გამომდინარე, ხელს ვუწყობთ მეტი სესხის გაცემას მწვანე ენერგეტიკის განვითარებისთვის. ასევე, ჩვენი სტრატეგიაა განვავითაროთ მდგრადი დაფინანსება და აქედან გამომდინარე, ბანკებს შესაბამის რეგულაციებს ვუქმნით, რომ  მოწადინებული იყვნენ, რაც შეიძლება მეტი მწვანე ენერგეტიკული პროექტი დააფინანსონ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.მისივე განცხადებით, ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული კვლევები და მსგავსი ტიპის ღონისძიებები, სადაც ერთი მხრივ, ენერგეტიკის ინდუსტრია და მეორე მხრივ, საფინანსო ინდუსტრია სებ-ის პლატფორმაზე ხვდება ერთმანეთს და ერთმანეთში ცვლიან მოსაზრებებს, უფრო ნათლად ხედავენ თუ რა გამოწვევების სექტორში."ჩვენ, ეროვნულ ბანკს კი შესაძლებლობა გვაქვს გავიგოთ, რა როლი შეგვიძლია მივიღოთ ამ გამოწვევების გადაწყვეტაში", - დასძინა მან. სებ-ის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის მიერ მომზადებული კვლევა მოიცავს: საქართველოს ენერგეტიკის სისტემის ზოგად მიმოხილვას, ენერგეტიკის სისტემის შედარებით ანალიზს ქვეყნების მიხედვით, სექტორის საკრედიტო პორტფელის ზოგად მიმოხილვას და ელექტროენერგიის მწარმოებელი სადგურების ფინანსურ ანალიზს.კვლევის თანახმად, საქართველოში არსებული კერძო ჰესები მაღალი კრედიტუნარიანობითა და საოპერაციო მოგების მაჩვენებლით ხასიათდებიან. კვლევის თანახმად, 2018-2023 წლებში ენერგეტიკის სექტორზე გაცემული საბანკო ვალდებულებების მოცულობა გაორმაგებულია და მნიშვნელოვან წილს იკავებს ჯამურ ბიზნეს საკრედიტო პორტფელში. სხვა სექტორებთან შედარებით ენერგეტიკის სექტორში  საშუალოდ ორჯერ მეტი ვადიანობის მქონე სესხები, მსგავსი საპროცენტო განაკვეთებით გაიცემა. ასევე, ენერგეტიკის სექტორის პორტფელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საკრედიტო რისკებით, თუმცა შედარებით მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება. აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევაში წარმოდგენილ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების ელექტროენერგიის გენერაცია მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა, რაც ქვეყნის ხელსაყრელი ლანდშაფტითა და კლიმატური პირობებით, საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობებით, ჩართული მარეების სიძლიერითა და მათ მიერ განხორციელებული  ინვესტიციებითაა განპირობებული.ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე და სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანია.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დაინტერესებულმა მხარეებმა იმსჯელეს, როგორც სექტორის საჭიროებებსა და გამოწვევებზე, ასევე მათი გადაჭრის გზებზე. 

1714400570

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სემეკს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სატარიფო რეგულირების ხარისხის განვითარების ხელშეწყობისათვის საფინანსო სექტორში არსებული სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის გაცვლა, კონსულტაციების გაწევა, ერთობლივი პროექტების განხორციელება.

1714394852

ოხანაშვილმა ივანიშვილი გოცირიძისგან დაიცვა

თბილისი (GBC) – "3 მილირდი დახარჯა ამ კაცმა, ამ ქვეყანაში, 3  მილიარდი, რას ითვლით ვის უთვლით, მეტი კითხვა არ გაგაჩნიათ, რამდენი დაგიხარჯავთ თქვენ, რამ გაგაბოროტათ", -  ამ კონტრკითხვებით ჩაახშო კომიტეტის თავმჯდომარემ  ევროოპტიმისტის კითხვა.რომან გოცირიძეს აინტერესებს, უნდა გატარდეს თუ არა რეესტრში ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც გადმორიცხავს ფულს საფრანგეთიდან, საფრანგეთის და საქართველო მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი.ოპტიმისტს უპასუხეს, რომ არ იქნება ვალდებული, რადგან გადმომრიცხავი საქართველოს მოქალაქეცაა.გოცირიძემ დეფინიციის დაზუსტება, "რუსული კანონის" მე-3 მუხლში ბუნდოვანი ჩანაწერის ნათლის მოსაფენად მოითხოვა. მან მოიხმო ამერიკული კანონმდებლობა (ფარა), სადაც განსხვავებული ჩანაწერია. ფარა–ში ასეთი ფიზიკური პირის უცხო ქვეყნის მოქალაქედ არის მოხსენიებული. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით, ორშაბათის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მუხლობრივად დილიდან განიხილავს. კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომიდან 11 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააძევა. ინფორმაციის გამოქვეყნების მიმენტისთვის კომიტეტზე კანონპროექტის მეხუთე მუხლს განიხილავენ.   რ

1714389900

„აგენტების კანონის” საკომიტეტო განხილვიდან კომიტეტის თავმჯდომარემ უკვე...

სხდომიდან გაძევებული დეპუტატები არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი,  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია, "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი, პარტია "მოქალაქეების" წევრი ქეთევან თურაზაშვილი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ანა წითლიძე.„ფიზიკური ძალადობაზე ვაპირებ სარჩელი შევიტანო როგორც პაპუაშვილის, კომიტეტის თავმჯდომარის და, სამწუხაროდ, იმ მანდატურების წინააღმდეგ, რომელიც ძალადობენ ჩვენზე. ძალის გამოყენების უფლება არ აქვთ მანდატურებს“, - თქვა სამადაშვილმა დარბაზის იძულებით დატოვების შემდეგ.მას კომიტეტის სხდომა იმ დროს დაატოვებინეს, როცა კითხვას სვამდა, "აგენტების კანონის" მიღების შემთხვევაში საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხეზე. დეპუტატის თქმით, საკომიტეტო მოსმენის სხდომის პირდაპირი ეთერის ტრანსლაციისას კადრი ითიშება და საზოგადოება ვერ იგებს, რა ფორმით ტოვებენ დეპუტატები სხდომათა დარბაზს.კოლეგების დარბაზიდან გაძევების მიზეზად ანრი ოხანაშვილმა თითქმის ყველა შემთხვევაში რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. კერძოდ, ოხანაშვილი მიუთითებს, რომ დეპუტატები „არ სვამდნენ კითხვებს II მოსმენის პრინციპებით და სვამდნენ I მოსმენის პრინციპის შესაბამისად”, ასევე მიკროფონის ჩართვის გარეშე სვამენ კითხვებს და ხელს უშლიან განხილვის პროცესს.ანრი ოხანაშვილმა წითლიძე სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გააძევა, რაც მან მომხსენებელ მამუკა მდინარაძეს უთხრა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ აძლევდნენ და არ აცდიდნენ მათ არგუმენტების თქმის საშუალებას კანონის „რუსულობასთან“ დაკავშირებით.„ეს არის სირცხვილი, როდესაც ამბობ, არგუმენტები ვერ მოვისმინეო, მამუკა. არგუმენტებს ვერ მოისმენ, თუ ყველა გაყარე აქედან. უთხარი, რომ მომცენ კითხვის დასმის შესაძლებლობა. კითხვის დასმას ვაპირებ ჩვეულებრივად. თქვენ არ გაქვთ კითხვებზე პასუხი, მამუკა და ამიტომ გინდათ, ყველა გაყაროთ, ეს არის მიზანი. მაშინ აღიარეთ, რომ არ გაქვთ კითხვებზე პასუხი და ამიტომ გინდათ ყველა გაყაროთ“, - ეს სიტყვები გახდა ანი წითლის დარბაზიდან გაძევების მიზეზი.ანრი ოხანაშვილმა ლევან ხაბეიშვილი კომიტეტის სხდომიდან მას შემდეგ გააგრძელა, რაც დეპუტატმა მიკროფონის გამორთვის მიუხედავად საუბარი განაგრძო.როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, ეს რეგლამენტის დარღვევაა. იქამდე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვინც მიკროფონის გარეშე ისაუბრებდა, მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნებოდა ნებისმიერი მექანიზმი.“აგენტების კანონის” საკომიტეტო განხილვის პარალელურად, საღამოს 6 საათზე, დაიწყება „ქართული ოცნების“  კონტრაქცია, რომელზეც მმართველი პარტიის ლიდერები სიტყვით გამოვლენ.აქციაზე „ქართულ ოცნებას“ რეგიონებიდან ხალხი სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით ჩამოჰყავთ.

1714388806

28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ შევლენ

„შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2024 წლის 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე. საქართველოსა და ჩინეთს შორის შემოღებული უვიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთ გამოხატულებასა და თანამშრომლობის მორიგ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით.ხაზი გაესვა იმ ახალი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ერისა და ხალხის დაახლოებას, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები, სსრკ–ის დაშლის შემდეგ, 1992 წელს დამყარდა.ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება 2017 წლის 13 მაისს გაფორმდა.საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას 2023 წელს მოაწერეს ხელი. 

1714386024

სი ძინპინი ევროპულ ტურნეში გაემგზავრება

სი ძინპინი, COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ, ევროპაში პირველად ჩადის, 

1714383788