ზელენსკის განცხადებით, მისი ყოველდღიურობა მოკავშირეებთან სატელეფონო საუბრებსა და დამატებითი რაკეტების მოპოვებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს უკავშირდება. ბოლო კვირებში რუსეთის მხრიდან ბალისტიკური შეტევების რაოდენობა გაიზარდა, განსაკუთრებით კიევზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი სარგებლობს იმ ფაქტით, რომ ქვეყანაში Patriot-ის რაკეტა-ჩამჭრელების მარაგი პრაქტიკულად ამოწურულია.ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი მარაგის 10%-იც კი საკმარისი იქნებოდა ყველა რუსული ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმის შესაჩერებლად, ხოლო 5% უკრაინას ზამთრის გადატანის შესაძლებლობას მისცემდა.„წელს ჩვენ ორნახევარჯერ ნაკლები ჩამჭრელი რაკეტა გვაქვს, ვიდრე 2025 წელს გვქონდა. რუსეთი ყოველთვიურად ორჯერ მეტ ბალისტიკურ რაკეტას უშვებს, ვიდრე ადრე“, - განაცხადა ზელენსკიმ.მისივე თქმით, გაეროს მონაცემებით, ივლისი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის 2022 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე სისხლიანი თვე იყო. ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა თითქმის ყოველ ღამე იბომბება, ხოლო თვეში ოთხ-ხუთჯერ მასშტაბურ თავდასხმებს განიცდის.„ეს საშინელი ღამეებია. სინამდვილეში, ეს ძალიან გმირი და გამძლე ხალხია, მაგრამ ისინი დაიღალნენ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკის თქმით, ის ყოველდღიურად ცდილობს მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს დამატებითი რაკეტების მისაღებად.„თუ ისინი 5%-ს მოგვყიდიან, ზამთარს გადავიტანთ და ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ. თუ 10%-ის მოცემა შეუძლიათ, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ. მე 1% მაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.CNN-ის ინფორმაციით, მსოფლიოში რაკეტების დეფიციტია, რაც აშშ-სა და ირანს შორის ომმა კიდევ უფრო გაამწვავა. დეფიციტი განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა უკრაინაში, რომლის ქალაქებიც რუსეთის სარაკეტო დარტყმების წინაშე მოწყვლადები არიან.ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ გაურკვეველია, როგორ განხორციელდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპირება, რომლის მიხედვითაც უკრაინას Patriot-ის რაკეტა-ჩამჭრელების დამოუკიდებლად წარმოების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.დონალდ ტრამპმა NATO-ს სამიტის ფარგლებში ანკარაში განაცხადა, რომ უკრაინას ამ სისტემების დამოუკიდებლად წარმოების ლიცენზიის მიღების შესაძლებლობას მისცემდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ამ იდეის მიმართ გარკვეული ეჭვი გამოთქვა. Patriot-ის სარაკეტო სისტემების მწარმოებელმა კომპანიებმა წარმომადგენლები კიევში უკვე გაგზავნეს ინიციატივის განსახილველად, თუმცა კონკრეტული შედეგი ჯერჯერობით არ არსებობს.ზელენსკის განცხადებით, მან დახმარების გაზრდის მოთხოვნით პირდაპირ მიმართა თეთრ სახლს და ასევე საკითხი მოკავშირეების მეშვეობით დააყენა. მან დაადასტურა, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ესაუბრა, თუმცა არ დააკონკრეტა, მოითხოვა თუ არა ვენსმა უკრაინისგან შავი ზღვის რუსულ ნავთობტერმინალზე თავდასხმების შეწყვეტა.კიევმა ასევე წარადგინა ახალი წინადადებები ტრამპის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო თვეებში ჩიხში აღმოჩნდა.ზელენსკიმ დეტალების გამხელაზე უარი თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ სამშვიდობო გეგმის განხორციელებაში აშშ-ის უფრო აქტიური ჩართულობაა საჭირო. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ომის დასრულებას არ აპირებს და მასზე ზეწოლა ამ ეტაპზე საკმარისი არ არის.უკრაინის პრეზიდენტმა ასევე უარყო დონბასში დარჩენილი ტერიტორიების დათმობის შესაძლებლობა, რომელთა დაკავებასაც პუტინი ცდილობს. მისი თქმით, კიევისთვის მთავარი საკითხი უსაფრთხოების გარანტიებია.ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ იზიარებს დასავლეთის ზოგიერთი წარმომადგენლის შეფასებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა მომავალში NATO-ს წინააღმდეგ ომის ესკალაცია სცადოს, მათ შორის ალიანსის წევრ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმის გზით.მისივე შეფასებით, პუტინს ომის დასრულება დიდი ოკუპაციის ან რუსეთის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვების გარეშე არ შეუძლია. ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტისთვის შესაძლოა მნიშვნელობა არც ჰქონდეს, არის თუ არა სამიზნე ქვეყანა NATO-ს წევრი - მისი მიზანი სწრაფი გამარჯვების მოპოვებაა.
1786599837
კობახიძის ახლად დანიშნული კადრი ოთხშაბათს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერს და ვიცე-პრემიერს, მამუკა მდინარაძეს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ ლევან ზაუტაშვილს წარმატებები უსურვა.ზაუტაშვილს ოთხშაბათამდე რეგიონული განვითარების მინისტრის I მოადგილის თანამდებობა ეკავა.ეს დანიშვნა, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ლევან ზაუტაშვილის მეორედ მისვლაა. ჟურნალისტი, დისტრიბუტორი და სარეკლამო მენეჯერი მხარის გუბერნატორი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდშიც იყო (2017-ის ივლისში დაინიშნა).ზაუტაშვილს 2013-2017 წლებში„კასტელ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა. 2005-2013 წლებში იყო „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ რეგიონალური რეალიზაციის მენეჯერი.ზაუტაშვილი 2002-2005 წლებში მუშაობდა სატელევიზიო სარეკლამო სტუდია „არტ მედიას“ მენეჯერად. 2000-2002 წლებში მსოფლიო ბანკის პროექტში – საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტად. პროფესიით ჟურნალისტია.1994-1996 წლებში სწავლობდა ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1994-1999 წლებში თსუ-ში ამავე მიმართულებით.მისი წინამორბედიც ალექსანდრე ზაგაშვილი (№117 - ოცნების 2024-ის საპარლამენტო საარჩევნო სიაში) პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დანიშნულია. ის „ბორჯომჰესის“პროექტის სტაჟიანი ტექნიკური მენეჯერია. წლების განმავლობაში მუშაობდა აღნიშნულ პოზიციაზე. 2017-2021 წლებში ეკავა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა. სხვადასხვა დროს მუშაობდა „არქმასტერის“ ტექნიკურ დირექტორად და „იორკ თაუერსის“ მთავარ არქიტექტორად.
1786548060
11 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, „იბერიამ" ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.მომდევნო ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში „იბერია 1999" UEFA Europa League-ის ეტაპზე იასპარეზებს.„იბერიას" წარმატება ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. კლუბმა ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებას, ქართული ფეხბურთის გაძლიერებასა და კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას დაუთმო. „იბერია 1999" საქართველოს ჩემპიონი 2018, 2024 და 2025 წლებში გახდა, ასევე ფლობს საქართველოს თასს (2019, 2021, 2023) და სუპერთასს (2020, 2024, 2025), რის შედეგადაც დღეს ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბად მიიჩნევა.კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაა - „იბერია 1999"-ის მიზანია ნიჭიერ ქართველ მოთამაშეებს მისცეს პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო დონეზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობა.ლიბერთი, 2 წელია რაც კლუბის გენერალური სპონსორია და მხარს უჭერს გუნდის განვითარებასა და წარმატებას. „იბერიას" ისტორიის ახალი ეტაპი ახლა უკვე ევროპულ მოედანზე, ახალი მატჩებით, ახალი გამოცდილებითა და ახალი შესაძლებლობებით გაგრძელდება.ლიბერთი ბანკის შესახებ :2026 წლის აპრილში, ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% ბაზისბანკმა შეიძინა.ლიბერთი, ბაზისბანკის ჯგუფის წევრი, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.76 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 6.34 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.64 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.95 მლრდ ლარი. ბანკის 2026 წლის პირველი 6 თვის წმინდა მოგება 53 მილიონი ლარია, ხოლო 2025 წელს წმინდა მოგებამ 128 მილიონი ლარი შეადგინა.(R)
1786544851
საბაჟო საზღვარზე შემოსული საქართველოს მოქალაქის ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა ჰერმეტულად შეფუთულ 25 ცალ პლასტმასის ქილაში, სითხის სახით განთავსებული, საერთო ჯამში 375 მილიგრამი ,,მეთადონი". ასევე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სამგზავრო ჩანთებში, სხვადასხვა დასახელების 402 კაფსულა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები, მათ შორის 187 კაფსულა ,,ლირიკა" ჰქონდათ განთავსებული.აღნიშნულ სამართალდარღვევების ფაქტებზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
1786532760
2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს კიდევ ერთხელ ეწვია და ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, დემოკრატიულ პროცესებში მათი ჩართულობის როლსა და საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებს, მათი დანერგვის პროცესსა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გამოცდილებას.ცესკოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და აღნიშნა, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, სანდო და გადამოწმებული ინფორმაციით უზრუნველყოფაა. მისივე თქმით, ინფორმირებული მოქალაქე უკეთ არის მომზადებული მცდარი ან მანიპულაციური ინფორმაციის ამოსაცნობად, რაც, თავის მხრივ, დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობის შემცირებას უწყობს ხელს. ამ კონტექსტში გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პლატფორმის შესახებ Disinfo.cec.gov.ge-ზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ვებგვერდის საშუალებით მათ შესაძლებლობა ექნებათ, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სანდო, გადამოწმებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიიღონ.შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალს „არჩევნები 360 გრადუსით“, რომელიც მკითხველს აქტუალურ საარჩევნო საკითხებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდის.შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ახალგაზრდების კითხვებს დაეთმო. ინტერაქციის რეჟიმში ბანაკის მონაწილეებმა ცესკოს თავმჯდომარეს სხვადასხვა საარჩევნო თემაზე არაერთი კითხვა დაუსვეს და მათზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. ამგვარი ფორმატი ახალგაზრდების პოზიციების მოსმენასა და მათთვის საინტერესო საკითხებზე ღია და ორმხრივი კომუნიკაციის უზრუნველყოფას უწყობს ხელს.ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრას 200-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო.აღსანიშნავია, რომ 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კიდევ არაერთ საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლებისა და ინფორმირებულობის ამაღლებას.(R)
1786530563
დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბრიდან NDICI-ის ფონდებიდან 24 მილიონი ევრო უკვე გამოეყო სამოქალაქო სექტორსა და მედიას. გარდა ამისა, 2025-2027 წლებისთვის „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ობიექტის“ (EaP CSF) ფარგლებში დამატებით 10 მილიონი ევროა გამოყოფილი, ხოლო ევროკავშირი აგრძელებს სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციურ მხარდაჭერას.ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია საერთაშორისო რეიტინგებსა და მრავალმხრივ ფორმატებზე. კერძოდ, საქართველო RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსში 114-ე ადგილზეა, WJP-ის კანონის უზენაესობის ინდექსში - 52-ეზე, ხოლო Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში - 56-ეზე, იმ ფონზე, როდესაც CIVICUS Monitor-ის შეფასებით ქვეყანაში სამოქალაქო სივრცე „რეპრესირებულის“ სტატუსით შეფასდა.ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება შეფასებულია როგორც არაადეკვატური, სადაც მინისტრთა კომიტეტის გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ საქართველოს 45 საქმე იმყოფება. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/დიჰრის სადამკვირვებლო მისია დროულად არ მოიწვია, რამაც სრულფასოვანი დაკვირვება შეუძლებელი გახადა. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა და დაუბრუნდეს ევროინტეგრაციისთვის აუცილებელ რეფორმების კურსს.
1786529886
ბანკებში მსესხებელთა პრეტენზიები გაზრდილია
1785846963
TBC Uzbekistan-ის საკრედიტო პორტფელმა $879 მლნ-ს გადააჭარბა
1786006097
სებ-მა ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა
1785484027
აზერბაიჯანი–საქართველოს სარკინიგზო საზღვრის გადაკვეთის პროცესი დაჩქარდ...
1785754762
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები არაერთგვაროვნად შ...
1785744949













