სწორედ ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, გოგოებისა და ქალებისთვის AI სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მათთვის საინტერესო კურსზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ.რომელ აკადემიებში შეგიძლია შეისწავლო ხელოვნური ინტელექტი?პროგრამის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის საინტერესო კურსი 6 პარტნიორი აკადემიიდან: Smart Academy - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში; Tbilisi School of Communication - ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები, AI Agents & Automations, AI ბიზნესის განვითარებაში; Academy of Digital Industry - ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი, AI ChatBots; AgileSchool - AI Automation; Skillwill - ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის; ScaleUp - ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება; IT აკადემია STEP - AI ინჟინერია Python; დიზაინ ინსტიტუტი - სამუშაო პროცესების დიზაინი AI-ს გამოყენებით; ელექტრონული აკადემია - ხელოვნური ინტელექტი AI. კურსები მოიცავს როგორც ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, ისე მის პრაქტიკულ გამოყენებას, ავტომატიზაციას, მონაცემთა მეცნიერებასა და ბიზნესპროცესებში AI ინსტრუმენტების ინტეგრაციას.როგორ შეგიძლია მიიღო AI სტიპენდია?პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ გოგოსა და ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება სურს.სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს: ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა; აპლიკაციების გადარჩევა; შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება. შერჩევის კრიტერიუმებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.AI სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 25 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.(R)
1793874935
2007 წელს შექმნილი ბრენდს საფუძლად დაედო კორეული სილამაზის ცოდნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა. თუმცა Erborian მუდმივად ავითარებს ახალ მიდგომებს კანის მოვლისადმი, მიკრონემსებით შთაგონებული ტექნოლოგიებიდან ინოვაციურ დამატენიანებელ ფორმულებამდე მთავარი იდეის გარშემო - გახადოს კანის მოვლა კიდევ უფრო ეფექტური, თანამედროვე და სასიამოვნო.Erborian-ის საერთაშორისო წარმატებას საკულტო BB და CC კრემებმა ჩაუყარა საფუძველი. პროდუქტებმა, რომლებიც კანის მოვლასა და მაკიაჟის ფუნქციებს აერთიანებს, ბრენდს მსოფლიო აღიარება მოუტანა. თუმცა Erborian-ის განვითარება ამ პროდუქტებით არ შეჩერებულა და მუდმივად ავითარებს ახალ ფორმულებს.ბრენდის ფილოსოფიაში განსაკუთრებული ადგილი კორეულ ინგრედიენტებს უჭირავს. ბუნებრივი აქტიური კომპონენტები - ჟენშენი, ცენტელა, ბამბუკი, იუზუ და კორეული თოვლის სოკო Erborian-ის ფორმულებში თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად მუშაობს. Erborian-ის ხელწერა სწორედ ამ სინთეზშია - კორეული ინგრედიენტები, ფრანგული დახვეწილობა და მუდმივი სწრაფვა ინოვაციისკენ.„PSP საქართველოში მომხმარებელს კორეული კოსმეტიკური ბრენდების პირველი დისტრიბუტორია. 2018 წელს პირველი კორეული ბრენდი -Mizon სწორედ PSP-მ გააცნო ქართველს მომხმარებელს. დღეს PSP 10-ზე მეტი K-Beauty-ს ბრენდის ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორია და Mizon, Missha, A'pieu, Village 11, Dermafirm, Manyo, Round Lab, COSRX და Erborian-ის ყველაზე ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. PSP, როგორც საქართველოს ფარმაციის ლიდერი ბრენდი, ქართულ საზოგადოებას თანამედროვე K-Beauty-ის ტოპ ახალ ბრენდებს აცნობს. დღეიდან მომხმარებელს უკვე შეუძლია აღმოაჩინოს Erborian და შეარჩიოს სასურველი პროდუქტი“, - აცხადებენ PSP-ში.Erborian არის ბრენდი, რომელიც ორგანულად აერთიანებს კორეულ ცოდნას, ფრანგულ დახვეწილობას, თანამედროვე ტექნოლოგიებს და აზრიარებს აღმოსავლეთის თავის მოვლის ფილოსოფიას მთელ მსოფლიოში და ახლა უკვე საქართველოშიც.(R)
1793869921
გამოცემა ScienceAlert-ის ცნობით, აღნიშნული ტექნოლოგია ერთდროულად ორ გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემას ჭრის: ორგანული ნარჩენების მართვასა და სამშენებლო ქვიშის მოპოვებით გამოწვეულ ზიანს.მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიარდი კილოგრამი ყავის ნარჩენი წარმოიქმნება, რომლის უმეტესი ნაწილი ნაგავსაყრელებზე ხვდება და სათბურის აირების (მეთანისა და ნახშირორჟანგის) ემისიას იწვევს. მეორე მხრივ, სამშენებლო ბუმის ფონზე, მდინარეების კალაპოტებიდან ქვიშის მოპოვება ეკოსისტემებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.ორგანული ყავის ნალექის პირდაპირ ბეტონში დამატება შეუძლებელია, რადგან ის გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც მასალას ასუსტებს. RMIT-ის მკვლევრებმა გამოიყენეს პიროლიზის პროცესი - ყავის ნარჩენები უჟანგბადო გარემოში, 350°C ტემპერატურაზე გაახურეს, რის შედეგადაც მიიღეს ფოროვანი, ნახშირბადით მდიდარი ბიოჩარი, რომელიც მჭიდროდ ებმის ცემენტის სტრუქტურას.ტექნოლოგიის პრაქტიკული გამოცდა უკვე წარმატებით განხორციელდა: 2024 წელს ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში (Gisborne), პირველად დაისხა საფეხმავლო ბილიკი ყავის ბიოჩარის ბეტონით. იმავე წელს მსხვილმა ინფრასტრუქტურულმა პროექტმა (Pakenham Roads Upgrade) გამოიყენა აღნიშნული მასალა. კონტრაქტორ BildGroup-ის შეფასებით, მხოლოდ ამ პროექტმა ნაგავსაყრელებიდან დაახლოებით 140 000 ჭიქა ყავის ნალექი ააცილა და 3 ტონაზე მეტი ბუნებრივი ქვიშა დაზოგა. 2025 წლის დასაწყისში RMIT-ის გუნდმა Universities Australia-ს კონკურსში საზოგადოების რჩეულის ჯილდო (People's Choice Problem Solver Award) მოიპოვა. ამჟამად მკვლევრები კომერციალიზაციის პარტნიორთან ერთად მუშაობენ, რათა ყავის ბიოჩარის ბეტონი ფართო სამშენებლო ბაზარზე გამოვიდეს.
1793867608
კვლევა დეტალურად მიმოიხილავს სომხეთის მაკროეკონომიკურ გარემოსა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ფაქტორებს. იგი მნიშვნელოვანი ანალიტიკური რესურსია, როგორც სომხეთში მოქმედი და პოტენციური ინვესტორებისთვის, ისე აქტივების მმართველი კომპანიების, ფინანსური ინსტიტუტებისა და კაპიტალის ბაზრის სხვა მონაწილეებისთვის, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს აფასებენ.გალტ & თაგარტის კვლევის თანახმად, 2022 წლიდან სომხეთის ეკონომიკა სწრაფად იზრდება: 2022-25 წლებში რეალური ზრდა საშუალოდ 8.5% იყო, 2025 წელს კი 7.1% შეადგინა. ქვეყანაში კომპანიებისა და კაპიტალის შემოდინებამ სამომხმარებლო და საინვესტიციო ხარჯები დააჩქარა, ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვები კი რეკორდულ დონემდე გაზარდა. 2021-2025 წლებში ეკონომიკის ზომა 13.9 მლრდ აშშ დოლარიდან 29.3 მლრდ აშშ დოლარამდე გაორმაგდა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი 4,750 აშშ დოლარიდან 9,495 აშშ დოლარამდე. 2016-25 წლებში სოფლის მეურნეობის წილი შემცირდა, ხოლო მომსახურების სექტორების წილი გაიზარდა: ფინანსური მომსახურების – 4.9%-დან 10.8%-მდე, ვაჭრობის – 10.9%-დან 16.1%-მდე. IT ექსპორტი 2021 წლიდან თითქმის ხუთჯერ, 1.8 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ზრდას მშენებლობა და უძრავი ქონების ბაზარიც უწყობდა ხელს: ბინების გაყიდვებმა 2025 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გამოწვევებს შორისაა რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის ნაწილზე დაწესებული შეზღუდვები. ამავდროულად, ჩნდება ახალი შესაძლებლობებიც: საზღვრები ეტაპობრივად იხსნება, იგეგმება ახალი სატრანზიტო მარშრუტი, ევროკავშირმა სომხეთისთვის დახმარება გააფართოვა, ამოქმედდა ოქროს ახალი საბადო, რომელიც წელიწადში 860-900 მლნ აშშ დოლარის საექსპორტო შემოსავალს მოიტანს, და გაიხსნა Firebird-ის ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრი, რომელშიც ჯამში 5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია იგეგმება. ეს ყველაფერი მომავალ წლებში ეკონომიკის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.„ჩვენი მიზანია, გალტ & თაგარტი იყოს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის ინვესტორებისთვის სანდო პარტნიორი. ამისთვის მნიშვნელოვანია, მათ მივაწოდოთ სიღრმისეული ინფორმაცია რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და შევთავაზოთ სრულფასოვანი საინვესტიციო მომსახურება. სომხეთის შესახებ ახალი კვლევა ამ მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯია, რომლითაც ვაძლიერებთ პოზიციებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის საინვესტიციო ბაზრებზე“, – აცხადებს გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი, გიორგი კუპრაშვილი.„ჩვენ თანმიმდევრულად ვაფართოებთ კვლევით დაფარვას და ვქმნით მაღალი ხარისხის, სიღრმისეულ ანალიტიკას რეგიონის ეკონომიკების შესახებ. სომხეთის კვლევა ამ სტრატეგიის გაგრძელებაა. გვსურს, ინვესტორებს მივაწოდოთ არა მხოლოდ ზოგადი ეკონომიკური მიმოხილვა, არამედ დეტალური ანალიზი, რომელიც მათ ბაზრის დინამიკის, ძირითადი ტენდენციებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების უკეთ შეფასებაში დაეხმარება“, – აცხადებს გალტ & თაგარტის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, ევა ბოჭორიშვილი.აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტის კვლევითი და საინვესტიციო მიმართულება საერთაშორისო გამოცემების მიერაა აღიარებული – 2026 წელს Euromoney-მ გალტ & თაგარტი საქართველოში კვლევებისა და საბროკერო მიმართულებით საუკეთესო კომპანიად დაასახელა, ხოლო Global Finance-მა გალტ & თაგარტს საქართველოში წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო მიანიჭა.(R)
1793867225
ხელის გულით გადახდის პროცესი მარტივი, ერთჯერადი რეგისტრაციით იწყება. იმ ობიექტზე, სადაც განთავსებული იქნება PAL ტერმინალი, ხელის გულის დასკანერების შემდეგ, მომხმარებელი მობაილბანკით ასკანერებს QR კოდს და ირჩევს ანგარიშს, რომლის მიბმაც ხელის გულზე სურს. ამის შემდეგ, ხელის გულით გადახდა ნებისმიერ პარტნიორ ობიექტში უკვე შესაძლებელი იქნება.ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპი მომხმარებლისთვის უკვე ნაცნობია - როგორც სმარტფონის Face ID ფუნქცია იყენებს იდენტიფიცირებისთვის მომხმარებლის სახის უნიკალურ მახასიათებლებს, ხელის გულით გადახდის ტექნოლოგიაც ხელის გულის ბიომეტრიულ მახასიათებლებს ამოიცნობს. შესაბამისად, გადახდისთვის მომხმარებელს არც ბარათი, არც ტელეფონი და არც სხვა ფიზიკური საშუალება აღარ დასჭირდება.ხელის გულით გადახდის დანერგვა თიბისის მომავალზე ორიენტირებული სტრატეგიის ნაწილია - მუდმივად ეძებოს შესაძლებლობები, რომლებიც მომხმარებელს მომავალთან აახლოებს და ქმნის პროდუქტებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე ახალ გამოცდილებას ამკვიდრებს.თიბისი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ ბანკად არის აღიარებული - ხელის გულით გადახდა კი, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ აქცევს გამარჯვებული გუნდი ინოვაციურ იდეებს რეალურ გამოცდილებად.(R)
1793866002
გასული წლების მსგავსად, BARTA-ს კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პირველი კატეგორიის კომპანიებსა და ჯგუფებს, ასევე საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსის მქონე ყველა კომპანიას. საფონდო ბირჟის ლისტინგში შემავალი კომპანიები შეფასების პროცესში ავტომატურად ჩაერთვებიან, იმ პირობით, რომ აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს, მათ შორის, აქვთ აუდიტის უპირობო დასკვნა. სხვა საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს, მათ შორის, სავაჭროდ დაშვებულ კომპანიებს, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თვითწარდგენა მოეთხოვებათ.BARTA-ს კონკურსის ფარგლებში კომპანიების წლიური ანგარიშები ოთხ ძირითად კატეგორიაში შეფასდება - მსხვილი ფინანსური კომპანიები, მსხვილი არაფინანსური კომპანიები, მცირე და საშუალო ფინანსური კომპანიები და მცირე და საშუალო არაფინანსური კომპანიები.სიახლეა, რომ წელს მცირე და საშუალო კომპანიების კატეგორია ფინანსურ და არაფინანსურ მიმართულებებად გაიმიჯნა, რაც თითოეულ კატეგორიაში ცალკეული გამარჯვებულის გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, კონკურსის ფარგლებში მონაწილე საწარმოებს შორის გამოვლინდება საუკეთესო მდგრადობის ანგარიშგების მქონე კომპანიაც.წელს BARTA-ს კონკურსს ახალი ნომინაცია - „სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშგების ჯილდო" ემატება. ნომინაციის ფარგლებში გამოვლინდება სახელმწიფო საწარმო, რომელიც ანგარიშგებისა და კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა.ასევე, კონკურსის ფარგლებში სპეციალური ნომინაცია „ჟიურის რჩეული" დაწესდება. გამარჯვებულს ჟიური საკუთარი გადაწყვეტილებით შეარჩევს, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, განსაკუთრებული აღიარება მიანიჭოს კომპანიას, რომელმაც 2026 წელს გამოავლინა მნიშვნელოვანი შედეგები, დანერგა ინოვაციები, მიაღწია არსებით პროგრესს ან გამორჩეული ერთგულება აჩვენა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების მიმართ.BARTA-ს კონკურსის ფარგლებში ასევე გამოვლინდება საუკეთესო დებიუტანტი კომპანია. ნომინაცია მიზნად ისახავს იმ კომპანიის აღიარებასა და დაჯილდოებას, რომელიც კონკურსში პირველად მონაწილეობს და უკვე პირველივე წელს ანგარიშგების მაღალი ხარისხითა და გამჭვირვალობის სტანდარტებით გამოირჩევა.BARTA არსებობის შვიდწლიანი ისტორიით, საქართველოში კორპორაციული სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკურსი ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, რომლის მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებაა. BARTA წელსაც, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის, ასევე, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით იმართება.BARTA-2026 მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონალური პროგრამის მიერ, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს.ინფორმაცია BARTA-ს შესახებ(R)
1793863712
რიკოს პორტფელმა მილიარდს გადააჭარბა - მისოების რეიტინგი
1792677840
27-28 ოქტომბერს თბილისი ფინანსურ სამიტს მასპინძლობს
1793005528
ბანკები კაპიტალზე უკუგებით - TOP 7
1793111171
სებ-მა სავალუტო რეზერვები $248.5 მლნ-ით შეავსო
1793017974
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე...
1793618249











