ასე რომ გახარია წერტილს ჯერ კიდევ ვერ სვამს და მხარეები მე-3 რაუნდისთვის ემზადებიან. ხაზარაძის თქმით მთავარია ამომრჩეველს აჩვენონ ნამდვილი კოალიცია, თუ როგორ შეიძლება იდეის გარშემო გაერთიანება.მისი თქმით, კოალიციაში ვის რა წონა აქვს ნაკლებად მნიშვნელოვანია. იგივე თქვა, რაც I რაუნდზე გახარიამ, რომ პერსონალური ეგოები უკან უნდა გადაიწიოს."ძლიერი საქართველოსთვის" (ლელო; ანა დოლიძე ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი; მოქალაქეები) ერთ-ერთ ლიდერს და "საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას მე-3 რაუნდის შეხვედრის დრო და ადგილი არ დაუსახელებია.ოთხშაბათის შეხვედრა არაფორმალურ გარემოში და პირისპირ გაიმართა.
1726665720
"მოკლედ ვიტყვი - საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-სა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, როგორც პრემიერმა გუშინ გააკეთა - არც ერთი არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს. ქმედებები და განცხადებები, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში.ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან ერთადაა, და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს არ ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მსოფლიოში არ არსებობს აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ დახმარებას საქართველოს გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო აყვავებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი, და განცხადებები, რომელიც საქართველოს შეერთებული შტატებისგან იზოლირებას ცდილობს, არავისთვისაა სასარგებლო", - თქვა რობინ დანიგენმა.ამასთან, რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი წერს: "მიდით ქართველებო! შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსვლა. ნამდვილად გსურთ მომდევნო ბელარუსი გახდეთ? თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი მიმართულებით მიჰყავხართ".სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, გუშინ, 17 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგენს შეხვდა.კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ "აშშ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა" და "კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქართულ ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადახედვით" დაიმუქრა.
1726660336
რაც ქვეყნის რეიტინგის გაზრდით არის განპირობებული. ყაზახეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის Baa2-დან Baa1 დონემდე და პროგნოზის „პოზიტიურის“ „სტაბილურამდე" გაუმჯობესების შედეგად.Moody’s-ში ელიან, რომ ბანკი დაკრედიტების ზრდის ბოლო 3 წლის ტრენდს შეინარჩუნებს. ამასთან გაზრდილი ეკონომიკური მდგრადობა რისკებს ამცირებს.რეიტინგი ასახავს საოპერაციო სივრცის გაუმჯობესებას. რაც კაპიტალის, ლიკვიდურობის და მოგებიანობის ზრდის შესაძლებლობას აჩენს და ამასთან, ვოლატილობას შეამცირებს.H1/2024 - ის მონაცემებით, ბანკის საკრედიტო პორტფელში პრობლემური სესხები 7.2%-მდე შემცირდა. 2021 წელს - 8.6%, 2020 წელს კი 12.3% იყო. ამასთან Moody’s-ში აღნიშნავენ, რომ ბანკს ძლიერი ფრენჩაიზი აქვს, რაც მაღალი მომგებიანობით გამოიხატება, საშუალო აქტივებზეი 4% უკუგებით.“ხალიკ ბანკი საქართველოს” უკან დიდი ყაზახური კაპიტალია, რომელიც ამ მდგრადობას უზრუნველყოფს”, - განაცხადა „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.Halyk-ი ყაზახური ჯგუფია სხვადასხვა სექტორში ოპერირებს (საბანკო, სალიზინგო , საბროკერო ). ბანკი ყაზახეთის საფონდო ბირჟაზე 1998 წლიდანაა დალისტული, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან, Astana International Exchange -ზე კი 10/2019 -დან.H1/2024 -ისთვის აქტივებმა 16,750 ტრილიონი ტენგე(₾ 95 მილიარდი; $35 მილიარდი)
1726659480
აღსანიშნავია, რომ British Airways-ს აქვს ძალიან კარგი კავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებით გაუმჯობესდება დაკავშირებადობა როგორც ბრიტანეთთან, ასევე ამერიკის კონტინენტთანაც, რადგან დაგეგმილი ფრენების განრიგი მორგებულია ამერიკაში ტრანზიტულ ფრენებზე.British Airways-ის საქართველოში შემოსვლა ხელს შეუწყობს ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას. გარდა ამისა, ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორია, ამდენად, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩვენი ქვეყნების დაახლოებას.British Airways მსოფლიოს 190 მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს.ამ დროისთვის, საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია საქმიანობს, რომლებიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებენ. ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში, 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
1726655304
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი და მუდმივი საზრუნავი, ამომრჩევლის სწორი ინფორმირებაა, განსაკუთრებით ხმის მიცემის, საარჩევნო ბიულეტენის შევსებისა და ხმის დათვლის წესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.„განვლილი პერიოდის მანძილზე, ექვსასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა, უშუალოდ მიიღო მონაწილეობა, საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის იმიტირებულ კენჭისყრებში. ასევე, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, უწყვეტად მიმდინარეობს ცესკოს საინფორმაციო რგოლების გაშუქება ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით და არაერთი აქტივობის განხორციელება ხმის მიცემის, საარჩევნო ბიულეტენის შევსებისა და ხმის დათვლის წესთან დაკავშირებით, სწორედ იმიტომ, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების მასშტაბური გამოყენების პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხმის მიცემის პროცედურების და საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესის ზუსტი ახსნა ამომრჩევლებისთვის და მათი ინფორმირება.სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩართული მხარე, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიისას, მედიასაშუალებებით ავრცელებს ურთიერთსაწინააღმდეგო, არასწორ და კანონთან შეუსაბამო ინფორმაციას საარჩევნო ბიულეტენების შევსების წესის, ხმის მიცემის ფარულობისა და ხმების დათვლის წესთან დაკავშირებით.ამის დასტურია „TV პირველის” ეთერში, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა’’ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება. კერძოდ, მან პირდაპირ მოუწოდა ამომრჩევლებს, გააფერადონ საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული ერთი წრე, შემდეგ ის გადახაზონ და გააფერადონ სხვა წრე და „დააიმედა“ ამომრჩევლები, რომ ხელით გადათვლისას, საარჩევნო ადმინისტრაცია იძულებული იქნება ასეთი საარჩევნო ბიულეტენები ჩათვალოს ნამდვილად, მიუხედავად იმისა, რომ აპარატი მას ბათილად მიიჩნევს. ამავე კონტექსტში, იმგვარად მოიხსენია ხმის მიცემის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენების ფოტოგადაღების შესაძლებლობა, თითქოს ეს დაშვებული იყოს კანონით.ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მიმდინარე წლის 15 სექტემბერს გავრცელდა ზემოხსენებული ორგანიზაციის იმავე წარმომადგენლის მიერ სხვა განცხადება, რომელიც გარკვეულწილად წინააღმდეგობაშია 5 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციასთან, მაგრამ ამავდროულად, კვლავ კანონსაწინააღმდეგო და მანიპულაციურია. იგი შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც მოწოდება საარჩევნო ბიულეტენის, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, განზრახ დაზიანებისკენ. ამან კი, შეიძლება გამოიწვიოს ამომრჩევლის ხელოვნური დაყოვნება საარჩევნო უბნებში, რიგები და შესაბამისად, ამომრჩეველთა უკმაყოფილება. ამ შემთხვევაში, განმცხადებელი საუბრობს, რომ ფოტო-ვიდეო გადაღება არის აკრძალული, მაგრამ შეფასებებში ის მაინც უშვებს ფარული კენჭისყრის კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღების შესაძლებლობას.აშკარაა, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო კანონმდებლობის ელემენტარული მოთხოვნების უცოდინარობასთან ან მიზანმიმართულ დეზინფორმაციასთან, ვინაიდან, ახალი ნორმების თანახმად, იმ უბნის საარჩევნო კომისიას, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული საშუალებებით განხორციელდება, საერთოდ არ გააჩნია უფლებამოსილება იმსჯელოს ე.წ „საეჭვო ბიულეტენებზე“. ხმის მიცემა არის კატეგორიული და ნამდვილია მხოლოდ ის საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც ამომრჩეველი გააფერადებს მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებულ წრეს. ამასთან, ხმის მიცემა ფარულია და დაუშვებელია კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება.ამგვარმა, კანონშეუსაბამო და დეზინფორმაციულმა საინფორმაციო კამპანიამ, შესაძლოა გამოიწვიოს ამომრჩევლის დაბნევა და იმგვარი ნეგატიური შედეგი, რომელმაც, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას არჩევნების მთლიანობას.მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, გაემიჯნონ ასეთი ტიპის ე.წ. საინფორმაციო კამპანიებს, მოახდინონ სათანადო რეაგირება და თავიანთ საჯარო თუ სხვა ტიპის ღონისძიებაზე, სწორედ ისე უზრუნველყონ ამომრჩევლის ინფორმირება, როგორც ეს საარჩევნო კანონმდებლობაშია მოცემული.საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც არჩევნების გამართვაზე პასუხისმგებელი ორგანო, იტოვებს უფლებას არ ითანამშრომლოს ან შეწყვიტოს თანამშრომლობა იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც გააგრძელებენ ზემოაღნიშნული ტიპის დეზინფორმირების კამპანიას. ამასთან, პასუხისმგებლობა ასეთი კამპანიის შედეგად ბათილ ან გაფუჭებულ ყველა საარჩევნო ბიულეტენზე, დაეკისრებათ თავად ამ ორგანიზაციებს, მათ წარმომადგენლებსა თუ ინდივიდუალურ პირებს.როგორც ცნობილია, არჩევნები საერთო საქმეა და მასში ჩართულ ყველა მხარეს აქვს ვალდებულება ზედმიწევნით დაიცვას კანონმდებლობის მოთხოვნები და გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს ამომრჩეველს. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ყველას შევახსენებთ, რომ:✅ ხმის მიცემა ფარულია!✅ ფოტო-ვიდეო გადაღება კაბინაში აკრძალულია!✅ გააფერადეთ თქვენთვის სასურველი მხოლოდ ერთი სუბიექტის წინ არსებული წრე!“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
1726654925
პანელურ დისკუსიაში „ევროპა ნაღდი ანგარიშსწორების გარეშე“ გამოსვლისას თეიმურაზ ხომერიკმა აღნიშნა, რომ საქართველოში ციფრული გადახდების ინფრასტრუქტურა კარგად არის განვითარებული. მისივე თქმით, უნაღდო ანგარიშსწორების გამოყენება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.„ციფრული გადახდის სისტემები უკიდურესად პერსპექტიულია, მათი დანერგვა ხელს შეუწყობს ინოვაციური ბიზნეს მოდელების შემუშავებას საზოგადოების საკეთილდღეოდ, გაზრდის ფინანსური შუამავლობის ეფექტურობას, დაეხმარება ახალი ფინანსური პროდუქტების დანერგვას და უზრუნველყოფს მოსახლეობის ფინანსური ჩართულობას“, - განაცხადა თეიმურაზ ხომერიკმა.კარპაჩის ეკონომიკური ფორუმი არის უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. უკვე 33 წელია, ფორუმი წარმოადგენს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი აზრის გაცვლის პლატფორმას მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის მონაწილეებისთვის.
1726653545
ბათუმის ახალ მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასური 0.50–დან 1.60 ლარამდ...
1725628049
ინტერნეტის, მწვანილის და ყველის გაიაფებამ ინფლაცია 0.7%-ით შეამცირა
1725549420
აშშ-მ შსს-ს მაღალჩინოსნები დაასანქცირა
1726501080
აშშ-ში 82.3%-ით მეტი ქართული ღვინო გავიდა
1726041574
Back2School კვირეული თიბისი კონცეპტთან ერთად
1725535330