
უდავო ფაქტია, რომ ქართველ ძიუდოისტებს შორის მთავარი სათქმელი ეთერ ლიპარტელიანმა თქვა. ლაშა გუჯეჯიანისა და გიორგი თენაძის მიერ შერჩეულ შემადგენლობაში ის იყო ერთადერთი, რომელმაც როგორც ინდივიდუალურ, ასევე შერეულ პირველობაზე, ყველა ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. შედეგად, გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ძიუდოში, მსოფლიო ჩემპიონატში ოქროს მედალი მოიპოვა. ეს ეთერ ლიპარტელიანის ტურნირი იყო: მან გამართა 9 ბრძოლა, აქედან 8 შემთხვევაში კი იპონით გაიმარჯვა.“მინდოდა, ბუდაპეშტში საქართველოს ჰიმნი ამეჟღერებინა”. ლიპარტელიანმა გამარჯვება სამშობლოს მიუძღვნა, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ეს მისი პირადი გამარჯვება იყო. ყოველთვის სჯეროდა, რომ მეტი შეეძლო, რომ ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიზნისთვის მიღწეული. შრომობდა თავდაუზოგავად, არ ჩერდებოდა და სწამდა, რომ მთავარი გამარჯვების წინ ელოდებოდა.რა ქმნის წარმატებას? ვკითხოთ ადამიანებს, გნებავთ - ხელოვნურ ინტელექტს. პასუხად, მოვისმენთ უამრავ ალტერნატივას, თუმცა ყველაზე მეტი ხომ მათ ეთქმით, ვინც საკუთარ თავს სძლია და წარუმატებლობას საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანის საშუალება არ მისცა. როგორც ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი ამბობს, მისგან ნატყორცნი 9000-ზე მეტი სროლა ფარში არ ჩავარდა, დამარცხდა 300-ზე მეტ შეხვედრაში და სწორედ ამ გზით მიაღწია წარმატებას.ეთერ ლიპარტელიანის გზაც ასეთია. არის ახალგაზრდებს შორის მსოფლიო (2-გზის) და ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის მფლობელი, მაგრამ ახალგაზრდული ტურნირები, ასევე ტოკიოსა და პარიზის ოლიმპიადებზე მე-5 ადგილი მისთვის ვერასოდეს იქნებოდა საკმარისი: ის უმაღლეს კვარცხლბეკზე ოცნებობდა.ჩვენ, გულშემატკივრები, ტელეეკრანებიდან ვხედავთ გამარჯვებას, რომლის მიღმაც უამრავი ქარტეხილით სავსე გზა იმალება. უშრეტი ძალა, ყოველი დღის ვარჯიშისთვის მიძღვნის ენთუზიაზმი, ამტანობა, გაუტეხლობა… საიდან მოდის ეს ყველაფერი? ლიპარტელიანის პასუხია: "ესაა ალბათ ცხოვრების არსი - ყოველთვის გქონდეს მიზანი და მიისწაფვოდე მისკენ”.ეთერ, იგივე ეთო ლიპარტელიანი. ეთო, კვარა, მამარდა და სხვები… სპორტის ძალა ასეთია: უცნობი ადამიანები ჩვენთვის ახლობლები ხდებიან. თავს ვაძლევთ უფლებას, ისე ვუწოდოთ, როგორც საკუთარ მეგობრებსა თუ ახლობლებს, ისე ვუქომაგოთ და ვინერვიულოთ მათზე, როგორც ოჯახის წევრებზე და მათი გამარჯვება გავიზიაროთ. და ასეცაა, ეს ქვეყნის გამარჯვებაა, რადგან ისტორიის ასეთი ფურცლები ყველასთვის მარტივად გასაგებ მაგალითს გვაძლევს: ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია და დღეს, ძიუდოთი თუ სხვა ნებისმიერი საქმიანობით დაკავებულმა ქალმა თუ გოგონამ, კაცმა თუ ვაჟმა, ყველამ იცის: თუკი არ გაჩერდები, დიდი წარმატება ყველასთვის შესაძლებელია.საქართველოს ბანკი ყოველთვის და ყველგან მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებიც არ ჩერდებიან. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
1751128915

ფინანსური ინსტიტუტისათვის ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება ერთ-ერთი პრიორიტეტია, რის გამოც მრავალი წელია ბანკი კავკასიის ბუნების ფონდთან - CNF ერთად საქართველოს 12 დაცული ტერიტორიის: ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის (ეროვნული პარკი და დაცული ლანდშაფტი), ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის, მაჭახელის, ფშავ-ხევსურეთის და ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების მხარდამჭერია.აღნიშნული ტერიტორიების საერთო ფართობი დაახლოებით 520,000 ჰექტარია და მოიცავს 11 ადმინისტრაციულ და ვიზიტორთა ცენტრს, რომლებიც 350-მდე ადამიანს ასაქმებს, მათ შორის – რეინჯერებს, რომლებიც ბიომრავალფეროვნების დაცვაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერა ფარავს ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს, რითაც ხელს უწყობს დაცული ტერიტორიების მდგრად კონსერვაციას.“საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებისთვის, მდგრადი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს - როგორც ბიზნესებისთვის, ისე საზოგადოებისა და ინდივიდებისთვის. ამ მიზნების მისაღწევად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სანდო და კომპეტენტურ პარტნიორებთან CNF-თან, სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებთან და ორგანიზაციებთან. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 2009 წლიდან მხარს ვუჭერთ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, რითაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის კონსერვაციასა და შენარჩუნებაში", - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.სულ მალე კი საქართველოს ბანკი ახალ ინიციატივას - წერილები ბუნებისგან გააჟღერებს, რომელი საქართველოს ბანკისა და CNF - კავკასიის ბუნების ფონდის ერთობლივი პროექტია.საქართველოს ბანკისა და CNF-ის კოლაბორაციით იქმნება ინიციატივა ბუნების დასახმარებლად. ინიციატივა ბრენდებისა და ბუნების კავშირის ახალ სტანდარტს შექმნის.პროექტი მიზნად ისახავს: ბრენდებმა კარგად დაინახონ ბუნების დაცვის პასუხისმგებლობა; საკითხის მიმართ ცნობადობის ამაღლებას; აინსპირირებს ბრენდებს გადადგან ქმედითი ნაბიჯები. ახალ კამპანიაზე კრეატიულმა სააგენტომ - ლივინგსტონმა იმუშავა.
1751034986

კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: იურიდიულ პირებს, რომლებსაც 23 ივნისამდე არ ჰქონიათ ანგარიში საქართველოს ბანკში და 30 სექტემბრამდე დისტანციური არხების მეშვეობით გახსნიან მას. იურიდიულ პირებს, რომლებიც ბიზნესს (შპს ან ინდ. მეწარმე) საქართველოს ბანკის ფილიალში დაარეგისტრირებენ და ბიზნეს ანგარიშს გახსნიან. იურიდიულ პირებს, რომლებსაც 1 აპრილის შემდეგ არ გამოუყენებიათ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი. კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ბიზნესის ციფრული არხებიდან (ბიზნეს ინტერნეტბანკი ან მობილბანკი) გაააქტიუროს ბიზნეს ნაკრები M პაკეტი საკომისიოს გარეშე 3 თვის განმავლობაში. კამპანიაში მონაწილე ბიზნესები ასევე საჩუქრად მიიღებენ MasterCard ბიზნეს ბარათს რომელზეც კამპანიის პერიოდში ნებისმიერ გადახდაზე 2%-იანი ქეშბექი დაერიცხებათ. (მაქსიმუმ 500 ლარამდე); გარდა ამისა, მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, ორი სარგებლიდან აირჩიოს ერთ-ერთი: საკომისიოს გარეშე გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში, მათ შორის სახაზინო გადარიცხვებიც; ან საკომისიოს გარეშე გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში. გარდა აღნიშნული სარგებლისა, ყველა მომხმარებელი ავტომატურად ჩაერთვება კამპანიაში სადაც მინიმუმ 50 ლარიან ტრანზაქციებზე შესაძლებლობა აქვთ, შემდეგი ფულადი პრიზები მიიღონ: ყოველი მე-1000 ტრანზაქცია – 100 ლარი; ყოველი მე-10 000 ტრანზაქცია – 12 500 ლარი. გათამაშებაში მონაწილეობს: გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში; გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში, (მათ შორის სახაზინო გადარიცხვები). საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ინოვაციური ციფრული სერვისების განვითარებას და ბიზნეს მომხმარებლებისთვის საბანკო მომსახურებაზე წვდომის გამარტივებას. კამპანიის შესახებ დამატებითი დეტალების მისაღებად ეწვიეთ ბმულს.საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტებით სარგებლობისა და კამპანიაში ჩართვისთვის ბიზნეს მობილბანკი ან გამოიყენეთ ბიზნეს ინტერნეტბანკი.
1751030884

გაითვალისწინეთ, შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ HOME კატეგორიის სრულ კოლექციაზე.ქეშბექით სარგებლობისთვის აუცილებელია გადახდა საქართველოს ბანკის გადახდის არხით შესრულდეს. ქეშბექი ბრუნდება მეორე ან მესამე სამუშაო დღეს.Dressup Home ინოვაციურობას, ხარისხს, ელეგანტურობასა და კომფორტს ამჯერად ინტერიერის რჩეულ ბრენდებთან ერთად ქმნის.ჭურჭელი და სამზარეულო, დეკორი, ტექსტილი და განათება Chehoma-ს, Opjet-ის, Salt & Pepper-ის, Gentlemen's Hardware-ის, Blue Shaker-ის, The Nice Fleet. Dressup Home მსოფლიოში ცნობილი სხვა ბრენდების დახვეწილ, სანდო და თანამედროვე კოლექციებს აერთიანებს.
1751025803

PLUS-ის დაბადების დღეზე, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დაგროვილი PLUS ქულებით 200-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში ნებისმიერი ნივთი 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.სპეციალურად ამ დღისთვის მომხმარებლები მთელი წელი აგროვებენ ქულებს. თუმცა, არც ახლაა გვიანი, იმისთვის რომ PLUS-ის დაბადების დღეს მომზადებული შეხვდე, საქართველოს ბანკმა ლოიალურ მომხმარებლებს სხვადასხვა შეთავაზებები მოგიმზადათ.28 ივნისს: Home – ში, 20% PLUS ქულების ქეშბექი Old Supra – ში 20% PLUS ქულების ქეშბექი 29 – 30 ივნისს: New Balance – ში 20% PLUS ქულების ქეშბექი City Sport – ში 20% PLUS ქულების ქეშბექი Emperio Armani – ში 20% PLUS ქულების ქეშბექი 30 ივნისს:ექსტრა -ზე 20% PLUS ქეშბექი (მაქს. 100 ლარის)ინფორმაციისთვის, თუ საკრედიტო AmEx ბარათით სარგებლობ, არ დაგავიწყდეს, რომ AmEx-ზე დაგროვებული MR ქულების გადაცვლა PLUS ქულებში სულ რამდენიმე წამში, მობილბანკის საშუალებით შეგიძლია.გარდა ამისა, მობილბანკით PLUS ქულების სხვასთან გადარიცხვაც შესაძლებელია. თუ ოჯახისთვის, ან სამეგობროსთვის გსურს ნივთის ყიდვა, შეგიძლიათ, შეგროვილი ქულები გააერთიანოთ და ერთობლივად აიხდინოთ სურვილი.ასე რომ, დრო ჯერ კიდევ გაქვს! შეაგროვე ქულები და შემოუერთდი PLUS დღესასწაულს, ერთადერთ დაბადების დღეს, როცა იუბილარი თავად გასცემს უამრავ საჩუქარს.
1751023461

„ამ ადამიანებთან “თიბისიში” გატარებული მრავალი წლის მეგობრობა და უამრავი პოზიტიური ემოცია მაკავშირებს. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორ აკეთებდნენ დიდ საქმეებს ბიზნესში უდიდესი პატრიოტიზმის განცდით.„თიბისში“ მუშაობის პერიოდში ბადრისთან ერთად უამრავი დრო მაქვს გატარებული - მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ინვესტორების მოძიებასა და საქართველოში მათი ჩამოყვანის საქმეში. ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანია, ვისაც ღრმად ესმის საქართველოს წარსული, მისი ადგილი მომავალში და შეუძლია, ეს სათანადოდ და დამაჯერებლად გადმოსცეს.სიმტკიცესა და გამძლეობას ვუსურვებ, რაც დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ აკლიათ!“, - დაწერა მან Facebook-ზე. გიორგი შაგიძის TBC ბანკში მუშაობის პერიოდში ბანკის ერთ-ერთი მიღწევა 2014 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა და აქციათა პირველადი შეთავაზება იყო. ის TBC-ის უზბეკური შვილობილის CEO-ც იყო.
1751022507
ბრიტანულ–ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გილაურის წინააღმდეგ...
1750926241
დავით ბეჟუაშვილი: მამუკას და ბადრის დაკავება ქვეყნის საინვესტიციო პოტე...
1750932868
EDG ობლიგაციებს უშვებს, წინა ემისიის დასაფარად
1750164940
GIG ჰოლდინგის შვილობილმა კომპანიამ უკრაინაში სამშენებლო კომპანია Ukrbu...
1750773764
ელ/სადგურების სიმძლავრე 9 გიგავატამდე გაიზრდება - G&T -ის კვლევა
1750430282