თბილისი (GBC) – „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის 3.1 მილიონი ლარის ღირებულების შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში შპს „გაბ სოლუშენ“ ფავორიტია. 

ტენდერში წინადადებების მიღება  16 იანვარს დაიწყო და 18 იანვარს დასრულდა. ტენდერს ორი კანდიდატი ჰყავს. ესენია : TCC iTrading Co (3.064 მლნ ლარის შეთავაზებით) და გაბ სოლუშენ (3.059 მლნ ლარის შეთავაზებით).

ამ მოცემულობით კი „გაბ სოლუშენ“ ფავორიტია დაბალი თანხის შეთავაზების გამო.

ტენდერი გულისხმობს თბოელექტროსადგურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯი მასალები შეძენას.

ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 150 კალენდარული დღის ვადაში.

„გაბ სოლუშენ“ დაარსებულია 2014 წელს. ტენდერების მონიტორის მიხედვით კომპანიას მოგებული აქვს 29 ტენდერი - საერთო სავარაუდო ღირებულებით 13.4 მლნ ლარი.

კომპანიის 100%- წილის მფლობელია მადონა ასანიძე.