თბილისი (GBC) - ბანკებს სესხებიდან შემოსავლები 3.173 მლრდ ლარამდე გაეზარდა. 01.09.2022 -ის მდგომაროებით.
თბილისი (GBC) - ბანკებს სესხებიდან შემოსავლები 3.173 მლრდ ლარამდე გაეზარდა. 01.09.2022 -ის მდგომაროებით. გასული წლის (2021) 8 თვეში ფიზ და იურიდიული პირებისგან დაკრედიტებიდან სექტორს ₾ 2.7 მლრდ-ის საპროცენტო შემოსავალი ჰქონდა. ზრდაა 18.5% Y.Y. ტემპი შენელებულია, თუმცა წინა პერიოდის +23%Y.Y. საბაზო ეფექტით იყო განპირობებული (2020-ის ლოქდაუნის ფონზე).
18.5% მაინც შთამბეჭდავია დაკრედიტების 8%-მდე (Y.Y) ზრდის ფონზე. ყველაზე მზარდი ბაზისბანკის პორტფელია, სანქცირებული ვითიბის აქტივით გამხსხვილების ხარჯზე. ჩუნური ჰუალინგ ჯგუფის ბანკს სესხებიდან საპროცენტო შემოსავლების 88%-იანი ზრდა აქვს. 22%-ით გაზრდილია საქართველოს ბანკის შემოსავლები. თიბისის კი სასესხო შემოსავლების წლიური ზრდა კი 16%-ია (Y.Y).