თბილისი (GBC) - დაღმავალი სასაქონლო ინდექსები, აქტიური ტურიზმი, გადმორიცხვები, რომელიც  ამყარებს ლარს და პირდაპირ მოქმედებს იმპორტირებულ ინფლაციაზე.

სებ-ის პრეზიდენტმა, პარლამენტარებს ინფლაციის საგაისო კლების მოლოდინებზე უპასუხა. რა ფაქტორები  აძლევს სებ-ს იმის იმედს, რომ  ინფლაცია მომავალ წელს მიზნობრივს მიუახლოვდება. ამ ფაქტორებს შორისაა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც, რომელიც შენარჩუნდება, ვიდრე მოლოდინები არ შემცირდება.

კობა გვენეტაძემ თქვა, რომ პროგნოზებზე მნიშვნელოვანი, რაც გაურკვევლობის პირობებში ბევრ ქვეყანაში არ მართლდება, მიმდინარე მონაცემების ანალიზია. რის საფუძველზეც ტარდება მაკროპრუდენციული ზომები.

სებ-ის პრეზიდენტმა, რეგულაციების მნიშვნელობაზე განაცხადა იმ ცალკეულ შემთხვევებში, როცა მპ-ის ცვლილება არაეფექტურია და ინფლაციას ვერ მოთოკავს. 

კობა გვენეტაძემ სებ-ის წინდახედულ პოლიტიკაზე განაცხადა. მან წინ გაუსწრო სხვა ქვეყნებს, მაკროპრუდენციულ ზომების გატარებაში.

ისაუბრა დაკრედიტების მოსათოკ ზომებზე, რომელთა შორის იყო სავალუტო იპოთეკის და სამომხმარებლო სესხების დამოკლევადიანება. სარეზერვო მოთხოვნის განულება ლარში, რაც ვალუტის მოზიდვის ხარჯს ზრდის.

სიამაყით განაცხადა რომ ეს მოქნილი კალათა 2016 წლამდე არ იყო, რაც კალიბრაციასთან ერთად რეკალიბრაციის საშუალებასაც იძლევა. ანუ თუ ზედმეტად გაამკაცრა, შეამსუბუქებს (პარამეტრების პერიოდულად შეცვლა).

ინფლაციაში  (10.6%) 6% ეგზოგენური ფაქტორების წილია (მ.შ. ტრანსპორტირების ხარჯი, რომელსაც შემცირების ტრენდი აქვს და ნელ–ნელა საქართველოსაც გადმოეცემა). ამ ფაქტორებში შედის 0.5% - ქირის  ფასის გავლენა, რაც მიგრაციას უკავშირდება. ეს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ეხმარება. ამასთან, ზრდის ერთობლივ მოთხოვნას, რაც შიდა ინფლაციაზე უარყოფითად მოქმედებს. ამის საპასუხოდ სებ-ი ინარჩუნებს გამკაცრებულ პოლიტიკას.

კურსის გამყარება იმპორტირებულ ინფლაციას ეხმარება. ამასთან ზრდის ერთობლივ მოთხოვნას, რაც ადგილობრივ ინფლაციაზე უარყოფითად მოქმედებს.