1. სავიზო პოლიტიკა, მიგრაცია და ვიზების შეჩერების მექანიზმიანგარიშის მიხედვით, საქართველომ ვიზების შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშში მოცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არც ერთი არ შეასრულა. ევროკომისია მიუთითებს, რომ საქართველოს სავიზო პოლიტიკა კვლავ მკვეთრად აცდენილია ევროკავშირის სტანდარტებს: უვიზო რეჟიმების უთანხმოება: საქართველოს უვიზო მიმოსვლა დაწესებული აქვს 26 ქვეყანასთან, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. ამ მიმართულებით ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოების ნაბიჯები არ გადადგმულა. მესამე ქვეყნების ვიზების აღიარება: საქართველო 17 ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის უფლებას აძლევს სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი 6 სახელმწიფოს (არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, კატარი, ქუვეითი, ომანი) მიერ გაცემული ვიზის ან ბინადრობის უფლების საფუძველზე. ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ვიზა სჭირდებათ როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირში შესასვლელად. თავშესაფრის მაძიებლები და რეადმისია: 2025 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს 15,130-მა მოქალაქემ მოითხოვა, რის გამოც საქართველო კვლავ რჩება იმ უვიზო ქვეყნების სათავეში, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად მიმართავენ თავშესაფრის მოთხოვნით. ამავე პერიოდში ევროკავშირიდან საქართველოს 10,445 მოქალაქე დააბრუნეს (2024 წელს - 12,095). საკუთარი მოქალაქეების დაბრუნების (რეადმისიის) მაჩვენებლით საქართველო ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა. გასულ წელს შსს-მ Frontex-ის მიერ ორგანიზებულ დაბრუნების 27 ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. უვიზო რეჟიმის შეჩერება: ევროკომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2026 წლის 11 ივნისს გამართულ სავიზო დიალოგს პროგრესი არ მოჰყოლია. ვინაიდან საქართველო „მიზანმიმართულად და რეგულარულად არღვევდა“ ვალდებულებებს, 2026 წლის 6 მარტს, 12 თვის ვადით, ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის, რაც ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაზე ვრცელდება. 2. სასამართლო სისტემა და კანონის უზენაესობაევროკომისიის შეფასებით, საქართველოში სასამართლო სისტემასა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება, ხოლო სასამართლოს დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მთლიანობა „სერიოზულად შერყეულია“: შეუსრულებელი რეფორმები: არ განხორციელებულა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს რეფორმა ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ასევე არ მოყვანილა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში „საერთო სასამართლოების შესახებ“ და „გენერალური პროკურატურის შესახებ“ კანონები. სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია: 2025 წლის დეკემბერში სასამართლო სისტემის სამართლებრივ ჩარჩოში შეტანილმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გაზარდა სასამართლო სისტემის მიტაცების რისკები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილი მკაცრი და არაპროპორციული სასჯელები აჩენს ეჭვს, რომ რეპრესიული სისტემის აღსრულების მიზნით სასამართლო პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენება. 3. დემოკრატიული ინსტიტუტები და საარჩევნო გარემოდოკუმენტში ხაზგასმულია დემოკრატიის მდგომარეობის შემდგომი გაუარესება, რაც განპირობებულია დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიით, ძალაუფლების მზარდი კონცენტრაციითა და ევროკავშირის საწინააღმდეგო მტრული რიტორიკით: პოლიტიკური პლურალიზმი: საკონსტიტუციო სასამართლოში ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს. ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობას წაყენებული აქვს სისხლისსამართლებრივი ბრალდებები, იმყოფება პატიმრობაში ან ემიგრაციაში. საარჩევნო პროცესი: 2025 წლის ოქტომბერში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა მკვეთრად პოლარიზებულ და რეპრესიულ გარემოში. პროცესის კონკურენტუნარიანობა და გამჭვირვალობა შეარყია მმართველი პარტიისთვის მორგებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, ოპოზიციის ბოიკოტმა, ამომრჩეველთა დაშინებამ, საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის ნაკლებობამ და ეუთო/ოდირისა და სანდო ადგილობრივი დამკვირვებლების არარსებობამ. 4. სამოქალაქო საზოგადოება და მედია გარემოანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა სამოქალაქო საზოგადოებასა და უფლებადამცველებს, რომლებიც, ევროკომისიის შეფასებით, მზარდი საფრთხის წინაშე დგანან: რეპრესიული გარემო: ცვალებადი საკანონმდებლო ჩარჩო და დაშინების პრაქტიკა საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების არსებობას და იწვევს სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას. სისხლისსამართლებრივი დევნა: ევროკომისია შეშფოთებას გამოთქვამს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა წინააღმდეგ ისეთი მძიმე ბრალდებებით გამოძიებების წარმოებაზე, როგორებიცაა „საბოტაჟი“, „უცხოური ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“, „კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება“ და „სახელმწიფო ინტერესებისთვის ზიანის მიყენება“. ევროკომისია ასკვნის, რომ აღნიშნული ქმედებები იძულებითი ხასიათისაა, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და სრულად შეუთავსებელია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან.
1793800608
თურქეთში ვიზიტისას, ჰან ჟენგი ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განსაკუთრებული წარმომადგენლის რანგში, მონაწილეობას მიიღებს კლიმატის ცვლილების შესახებ გაერო-ს ჩარჩოკონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში დაგეგმილ ანტალიის ლიდერთა სამიტში. ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, პეკინი მზადაა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაიცვას მრავალმხრივობის პრინციპი და ხელი შეუწყოს სამიტის წარმატებით ჩატარებას.თურქეთის შემდეგ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს ეწვევა. საქართველოსთან ურთიერთობაზე საუბრისას მაო ნინგმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას.„ბოლო წლებში, ორი ქვეყნის ლიდერების მიერ დასახული გეგმის შესაბამისად, ორმხრივი ურთიერთობები სწრაფად განვითარდა, ხელი შეუწყო ნდობის გამყარებას და თანამშრომლობამ სხვადასხვა სფეროში კონკრეტული შედეგები გამოიღო“, - აღნიშნა მაო ნინგმა.ვიზიტის ფარგლებში ჰან ჟენგი საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო ინტერესის შემცველ საერთაშორისო თუ რეგიონულ საკითხებს განიხილავს.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინური მხარე მზადაა, ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით შეასრულოს უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებები, გააღრმავოს ორმხრივად სასარგებლო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები და ხელი შეუწყოს ურთიერთობების მდგრად განვითარებას.
1793797107
ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა და ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა ჩინეთის ფინანსთა მინისტრ ლან ფოანთან შეხვედრაზე ფონდის შექმნის საკითხი განიხილა. შეხვედრა ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური თანამშრომლობის ტიან-შანის მეორე ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის მთავრობა ავრცელებს.ფონდის შექმნის ინიციატივა ყაზახურმა მხარემ მიმდინარე წლის ივლისში, შანხაიში, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრისას წამოაყენა. ამჟამად განიხილება ყაზახურ-ჩინური პირდაპირი ინვესტიციების ფონდის შექმნა, რომლის საქმიანობაშიც ყაზახეთის სახელმწიფო ჰოლდინგი „ბაიტერეკი“ და ჩინეთის Silk Road Fund ჩაერთვებიან.ჟუმანგარინის განცხადებით, ფონდის ამოქმედების დასაჩქარებლად საჭიროა ორივე ქვეყნის პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტების განსაზღვრა და მათი საქმიანობის საერთო პრინციპებზე შეთანხმება.მისი თქმით, ყაზახეთი და ჩინეთი დაფინანსების რამდენიმე ურთიერთშემავსებელ მექანიზმს ქმნიან. მათ შორისაა Kazakh Invest Fund, პირდაპირი ინვესტიციების ერთობლივი ფონდი და პროექტების სასესხო და სადაზღვევო დაფინანსების მექანიზმები, რომლებშიც ორივე ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტები მიიღებენ მონაწილეობას.ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ასევე ინიციატივით გამოდის, რომ არსებული და დაგეგმილი მექანიზმები ერთიან ყაზახურ-ჩინურ საპროექტო დაფინანსებისა და დაზღვევის პლატფორმაში გაერთიანდეს, ახალი ორგანიზაციის შექმნის გარეშე. ეს საშუალებას მისცემს მხარეებს, პრიორიტეტული პროექტებისთვის კომპლექსური ფინანსური პაკეტები მოამზადონ, რომლებიც გრძელვადიან სესხებს, დაზღვევას, გარანტიებს, იუანში დაფინანსებას და საჭიროების შემთხვევაში კაპიტალში მონაწილეობას მოიცავს.მხარეები მექანიზმის პრაქტიკაში გამოსაცდელად რამდენიმე საპილოტე პროექტის შერჩევასაც გეგმავენ. პარალელურად, განიხილება ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკთან თანამშრომლობის გაფართოება ყაზახეთის სატრანსპორტო და კომუნალური ინფრასტრუქტურის პრიორიტეტული პროექტების დასაფინანსებლად.
1793694196
ხარისხის სისტემის შეფასების მიზნით აუდიტი ორ ეტაპად განხორციელდა. შპს ,,მენეჯმენტის სისტემები’’-ს აუდიტორის მიერ 2026 წლის 24 ივლისს განხორციელდა შიდა აუდიტი, ხოლო 2026 წლის 2 სექტემბერს, საერთაშორისო აუდიტორის (LL-C (Certification) Czech Republic a.s.) მიერ დისტანციურად განხორციელდა საკონტროლო აუდიტი. ცესკომ წარმატებით გაიარა ორივე სახის აუდიტი და შეინარჩუნა საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი.საერთაშორისო აუდიტორის შეფასებით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხარისხის მართვის სისტემის (QMS) დადებით მხარეებსა და უპირატესობებს შორის ხაზგასმით აღსანიშნავია ადმინისტრაციის შესაძლებლობა, გაუმკლავდეს რთულ და ცვალებად გარემოს: „პოლიტიკური რყევების, დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობისა და საინფორმაციო ზეწოლის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაცია ეფექტიანად ასრულებს ქართველი ხალხის წინაშე აღებულ საკონსტიტუციო ვალდებულებებს“.აუდიტის ფარგლებში დოკუმენტირებული მენეჯმენტის სისტემის შესაბამისობა შეფასდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით. დადასტურდა, რომ ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემას შეუძლია დააკმაყოფილოს შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნები და მიაღწიოს აკრედიტებული სერტიფიცირებისთვის მოსალოდნელ შედეგებს, როგორც ეს მითითებულია ISO-IAF-ის კომუნიკეში, აკრედიტებული სერტიფიცირების შესახებ.აუდიტორის შეფასებით, ორგანიზაცია აკმაყოფილებს და სათანადოდ ახორციელებს მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს და შეუძლია უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტი მიწოდება მომხმარებლის მოთხოვნებთან, შესაბამის კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მომხმარებლის კმაყოფილების ამაღლების მიზნით. აღნიშნული დასკვნა გაკეთებულია სტანდარტის ცალკეული მოთხოვნების შესრულების დონის შეფასების საფუძველზე, რაც დასტურდება ანგარიშის შესაბამისობის მატრიცით. აუდიტის მიზნები წარმატებით არის მიღწეული.აუდიტის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ცესკოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები - სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, მიმდინარე აქტივობები და პროექტები, შეთავაზებული სერვისები, საქმიანობის მონიტორინგი და ანგარიშგების მექანიზმები შეესაბამება ხარისხის მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილ ყველა სტანდარტს. ეს კი ადასტურებს, რომ ხარისხის მართვა საარჩევნო ადმინისტრაციის ყოველდღიური საქმიანობისა და ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.ISO-ს სტანდარტი წარმოადგენს ხარისხის მართვის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საერთაშორისო ჩარჩოს. იგი ორგანიზაციებს საქმიანობის სისტემატური გაუმჯობესების, პროცესების ეფექტიანად მართვის, გამჭვირვალობისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უზრუნველყოფაში ეხმარება.აღსანიშნავია, რომ ცესკოსთვის ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის შენარჩუნება ნიშნავს არამხოლოდ ეფექტიანი შიდა მენეჯმენტის დემონსტრირებას, არამედ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალი დონის უზრუნველყოფას. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.ცესკომ ISO სერტიფიკატი პირველად 2019 წელს მიიღო, რითაც დადასტურდა, რომ ცესკოს ხარისხის მართვის სისტემა და ბიზნეს პროცესები სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015 მოთხოვნებს. ამასთან, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი საარჩევნო ადმინისტრაცია იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელმაც აღნიშნული სერტიფიკატი მიიღო.საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მორიგი დადასტურება ცესკოსთვის ხარისხის მართვის უწყვეტი პროცესის, ინსტიტუციური განვითარებისა და საქმიანობის მუდმივი გაუმჯობესების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.(R)
1793605077
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევები და სამართალდამცავ უწყებებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იტალიელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას, უწყებებს შორის აქტიური კომუნიკაციის განვითარებასა და პროფესიული ცოდნის გაღრმავების მიზნით სასწავლო კურსებში მონაწილეობას.შეხვედრას ესწრებოდნენ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით არდაზიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ანა ლურსმანაშვილი.მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა ერთობლივი აქტივობების დაგეგმვაზე, რაც საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის პროფესიული თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
1793348928
მთავრობის მეთაურის თქმით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი წლებია ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტს. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტზეც, რომელშიც საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად მონაწილეობენ, რაც სამხრეთ კავკასიას ევროპულ ენერგებაზართან დააკავშირებს.პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო მთავრობის მიზანია ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისება, სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაცია და საინვესტიციო აქტივობის წახალისება.სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებთან ერთად, ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებს, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობასა და რკინიგზის მოდერნიზაციას.მისივე თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი წარმატებით დასრულდა და იგი რეგიონული სატრანსპორტო ქსელის განუყოფელი ნაწილი გახდა, ხოლო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტები ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი ასევე მოიცავს თავდაცვის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმისა და საბაჟო სფეროებს.
1793347412
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დადებით დინამიკას. კერძოდ, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ზე მეტით გაიზარდა და $1 მილიარდს მიაღწია, ხოლო აზერბაიჯანის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა დაახლოებით $4 მილიარდს შეადგენს.ალი ასადოვის თქმით, ერთობლივი მეგაპროექტები, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანი და ევროპაში მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტი, რეგიონისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია. ტრანსპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით პრიორიტეტად რჩება შუა დერეფნის განვითარება. ამ კუთხით ასადოვმა განსაკუთრებით გამოყო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა და მისი გამტარუნარიანობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდა.სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გამახვილდა კულტურულ და საგანმანათლებლო კავშირებზეც. აზერბაიჯანის პრემიერმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში იგეგმება ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ახალი შენობის მშენებლობის დაწყება. მან ასევე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
1793346526
უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, ოპოზიციური ხმების შეზღუდვა 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების, ფართომასშტაბიანი პროტესტის, რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკური პატიმრების რაოდენობის ზრდის ფონზე მიმდინარეობს, რაც ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ავტორიტარიზმისკენ.განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას კონსტიტუციური წესრიგისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს, რასაც ოპოზიციური პარტიები სრულად უარყოფენ და პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი მოუწოდებს ევროპულ ქვეყნებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობას, მოითხოვონ მსგავსი ქმედებების შეჩერება და უზრუნველყონ, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასა თუ სამოქალაქო საზოგადოებას თავისუფლად, დაშინების შიშის გარეშე საქმიანობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
1793338740
კობახიძის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან ერთად, პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.„რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, – განაცხადა პრემიერმა.მისივე თქმით, გიორგი ზურაბაშვილთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ ის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობასაც შეინარჩუნებს.„რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, რუსეთთან ურთიერთობებში ის ჩვენ წარმოგვადგენს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში“, – აღნიშნა კობახიძემ.პრემიერის ინფორმაციით, გიორგი ზურაბაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორად და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობდა. 2024 წელს ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო 2025 წლის 1 ივლისიდან მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს.კობახიძის შეფასებით, ზურაბაშვილის დიპლომატიური გამოცდილება მას დაკისრებული ამოცანების შესრულებაში დაეხმარება.
1792578309
პროცესზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა ნაწილმა პლენუმის სრული შემადგენლობის, ხოლო ნაწილმა რამდენიმე მოსამართლის აცილების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის განცხადებით, წარდგენილი სარჩელი მიმართულია არა მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების აკრძალვისკენ, არამედ საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების წინააღმდეგ. აცილების საკითხს არ დაეთანხმნენ მოსარჩელე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რის შემდეგაც სასამართლოს შემადგენლობა სათათბიროდ იყო გასული.შუამდგომლობის უარყოფის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის, მათი აკრძალვისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სახელისუფლებო გუნდის სარჩელის არსებითი განხილვა ოფიციალურად დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 7 მოსამართლის შემადგენლობით იხილავს. არსებითი განხილვები 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს XI მოწვევის პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს. სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის საკითხი დგას: „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“; „ფედერალისტური პარტია“; პარტია „გახარია საქართველოსთვის“. სარჩელის ავტორთა არგუმენტაცია და დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაკონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. მოსარჩელეთა განცხადებით, დასახელებული პოლიტიკური გაერთიანებები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას. სარჩელის ავტორთა მტკიცებით, აღნიშნული პარტიები წლების განმავლობაში მოქმედებდნენ საერთო კოალიციური ერთობით და აწარმოებდნენ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, მათ შორის საბოტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ.სარჩელში კოალიციური ერთობის ერთ-ერთ ბოლოდროინდელ მაგალითად დასახელებულია 2026 წლის 2 მარტს „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნა „ერთობლივი მუშაობისთვის საერთო მიზნების მისაღწევად“. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ამ ალიანსის დეკლარირებული პრინციპია არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის უარყოფა. ასევე, მაგალითებად მოყვანილია ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შუამავლობით შექმნილი პლატფორმები და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ჩხოროწყუს, წალენჯიხის, რუსთავის, ზუგდიდისა და სენაკის საკრებულოებში „ენპ“-ისა და პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თანამშრომლობა.ამასთან, სარჩელში აღნიშნულია, რომ თუმცა დასახელებულ სუბიექტებთან მჭიდროდ უკავშირდებიან სხვა მცირე თუ ფიქტიური პარტიები (მაგალითად: „ელენე ხოშტარია − დროა“, „კი ევროპას − სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „გირჩი − მეტი თავისუფლება“ და სხვა), ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება, რადგან მათ პოლიტიკაზე არსებითი გავლენა არ გააჩნიათ, თუმცა მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი შესაძლოა დღის წესრიგში მოგვიანებით დადგეს.ადამიანის უფლებების დარღვევები და 2008 წლის აგვისტოს ომისარჩელის ვრცელი ნაწილი ეთმობა 2004-2012 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს. მოსარჩელეთა მტკიცებით, ამ პერიოდში შეიქმნა და განვითარდა პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემა. სარჩელში აღნიშნულია, რომ დაირღვა კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული ძირითადი უფლებები, მათ შორის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პირადი ცხოვრების დაცულობის, საკუთრებისა და მედიის თავისუფლების უფლებები.გარდა ამისა, სარჩელში ყურადღება გამახვილებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებზე. დეპუტატების მტკიცებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში გეგმაზომიერად განახორციელა ქმედებები, რომლებმაც ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და საოკუპაციო ძალის პოლიტიკური პოზიციების გამყარებას.მოსარჩელეები აცხადებენ, რომ 2019-2025 წლებში ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის ექვს უშუალო მცდელობას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, 88 დეპუტატის ხელმოწერილი სარჩელის ავტორები ითხოვენ ხუთივე დასახელებული პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობას, მათი საქმიანობის აკრძალვასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმებას.საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება.
1792576330
რიკოს პორტფელმა მილიარდს გადააჭარბა - მისოების რეიტინგი
1792677840
27-28 ოქტომბერს თბილისი ფინანსურ სამიტს მასპინძლობს
1793005528
ბანკები კაპიტალზე უკუგებით - TOP 7
1793111171
სებ-მა სავალუტო რეზერვები $248.5 მლნ-ით შეავსო
1793017974
ბექტუროვი საქართველოს როლზე ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ფინანსურ...
1793180988
