თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი აშშ-ში საინვესტიციო და აქტივების მმართველ კომპანიებს სებ-ის პრეზიდენტთან ერთად ხვდება.
ნიუ იორკსა და ბოსტონში ბაზირებულ 15-მდე საინვესტიციო კომპანიასთან შეხვედრები 2026 წელს საქართველოს მიერ ევრობონდის რეფინანსირებისთვის მზადების სამუშაოს ფარგლებში JP Morgan-ის, Societe General-ის, CITI-ისა და ICBC-ის ორგანიზებით შედგა.
შეხვედრებზე დეტალურად განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და სამომავლო პროგნოზები, საერთაშორისო ბაზრები, საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და 2026 წელს ევრობონდების რეფინანსირებასთან დაკავშირებული გეგმები.
აშშ-ში ნათია თურნავას ახლავს სებ-ის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე, ლაშა ხუციშვილს თავის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
ფინანსთა მინისტრი ემისიის წარმატებაში ჯერ კიდევ მოლაპარაკებების დაწყებამდე იყო დარწმუნებული დარწმუნებულია. მისი მოლოდინით სპრედი წინაზე ნაკლები იქნება.