თბილისი (GBC) – ბაქოდან კვლავ ისმის პრეტენზიები საქართველოსთან მიმართებით, თბილისის „პოლიტიკური ლოგიკის ცვლილების“ გამო. 

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ საქართველომ ძალიან მაღალი ტარიფი მოითხოვა აზერბაიჯანული ნავთობის სომხეთში შესაძლო ტრანზიტზე.

როგორც ბაქოში აცხადებენ, ეს თავად საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, „საქართველოს არ გააჩნია იმის ფუფუნება, იგნორირება გაუკეთოს აზერბაიჯანის ინტერესებს“, მით უმეტეს, რომ  „საქართველოს ლოგისტიკური მონოპოლია უკვე აღარ არის უალტერნატივო“.

მანამდე აზერბაიჯანული მედია იმის შესახებ წერდა, რომ ქართული მხარე საბაჟოზე აზერბაიჯანული ტვირთების გადაზიდვას ხელოვნურად აფერხებდა.