GBC საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გილოცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს!
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს 1918 წლის 26 მაისს მოეწერა ხელი.
GBC საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გილოცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს!
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს 1918 წლის 26 მაისს მოეწერა ხელი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამიტომ, ბანკმა პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ბარათის მფლობელებისთვის დამატებითი შეთავაზებები მოამზადა:● Voulez Vous - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი. შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა მისი წინასწარ გააქტიურება მობილბანკიდან. შეთავაზება არ ვრცელდება Chanel, Dior, Essential Parfums-ის ბრენდებსა და სასაჩუქრე ვაუჩერებზე;● ბიბლუსი - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარი. შეთავაზება ვრცელდება ბიბლუსის ყველა ფიზიკურ მაღაზიასა და ონლაინ;● კარპიზა - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი;შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა, ქეშბექი ანგარიშზე მომენტალურად აისახება;● გორგია - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარი;შეთავაზება ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში. ქეშბექის მისაღებად აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა;● ტანსაცმლის გალერეა - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი;შეთავაზება არ ვრცელდება NOCTURNE-ის კოლექციაზე. ქეშბექის მისაღებად საჭიროა საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა;● სათვალის გალერეა - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი.შეთავაზება არ ვრცელდება სათვალის მინებზე. ქეშბექის მისაღებად აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.ამასთან ერთად, 5-11 ოქტომბერს, მასწავლებლის ბარათის მფლობელებს ნაწილ-ნაწილით გადახდის მეთოდით სარგებლობისას, 2,000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 30%-იანი ქეშბექის მიღება შეუძლიათ (მაქსიმუმ 100 ლარის).შეთავაზებების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.თუ ჯერ არ გაქვთ მასწავლებლის ბარათი, მისი შეკვეთა შესაძლებელია სწრაფად და მარტივად. იმ შემთხვევაში, თუ ხელფასი საქართველოს ბანკში გერიცხებათ მასწავლებლის ბარათის შეკვეთა შესაძლებელია მობილბანკიდან ან ინტერნეტბანკიდან. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ, როგორც პლასტიკური, ასევე ციფრული ბარათი. ასევე, ისარგებლოთ საკურიერო მომსახურებით ან ბარათი სასურველი ფილიალიდან თავად გაიტანოთ.ხოლო, თუ ხელფასი საქართველოს ბანკში არ გერიცხებათ, ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ფილიალში.მეტი ინფორმაციისთვის და ბარათის შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს.(R)
1790961522
ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, გაეცნონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას და მიიღონ ინფორმაცია სწავლისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ შემდეგი მიმართულებებით: საბაკალავრო პროგრამები; სამაგისტრო პროგრამები; სადოქტორო პროგრამები; ონლაინ პროგრამები; კურსები; საგანმანათლებლო ბანაკები. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საკონსულტაციო სივრცე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებით არიან დაინტერესებული. მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია Fulbright-ის, Chevening-ისა და Hungaricum-ის პროგრამების შესახებ.LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება: 10 ოქტომბერს, თბილისში, 12:00-დან 17:00 საათამდე , The Biltmore Tbilisi Hotel-ში; 11 ოქტომბერს, ბათუმში, 13:00-დან 17:00 საათამდე, Radisson Blu Hotel Batumi-ში. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში განათლების საერთაშორისო გამოფენა ბათუმში საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.(R)
1790961317
სტრუქტურის მხრივ, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურ ზრდას კვლავ დიდწილად მოხმარება განაპირობებდა, რომელზეც ჯამური ზრდის 70% მოდიოდა, გასული წლის პირველი ნახევრის მსგავსად.
1790949878
ასევე შეგახსენებთ, რომ 06:45 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ - ჰაბი 2 51-00-51.საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:09:00 სთ15:00 სთ21:00 სთბრიფინგების განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.
1790947757
ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.სექტემბერში გამართული ინტენსიური ვორკშოპების ფარგლებში, 18-მა მეწარმე ქალმა ბიზნესის მართვისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსპერტების დახმარებით ემუშავათ საკუთარ ბიზნესიდეებზე და განევითარებინათ სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო უნარები.საქართველოს ბანკისთვის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მხარდაჭერა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ინიციატივების ნაწილია.მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროგრამის ვებგვერდზე.(R)
1790946660
ლიტერატურის ყოველწლიური დღესასწაული სამი დღის განმავლობაში გამომცემლობებს, წიგნის მაღაზიებს, ავტორებს, ლიტერატურულ სფეროში მოღვაწე ადამიანებსა და წიგნის მოყვარულებს გააერთიანებს.ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ: გაეცნონ ახალ გამოცემებს; დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს; შეხვდნენ ავტორებს; ჩაერთონ დისკუსიებსა და საინტერესო შეხვედრებში; დაესწრონ საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობებს; შეიძინონ სასურველი წიგნები განსაკუთრებულ ფასად. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით.დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.(R)
1790939022
„ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის ოთხი წალკაში. აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები გახსნილია ახმეტაში - სოფელ კასრისწყალში, დმანისში - სოფ. ველისპირსა და სოფ. განახლებას შორის, წალკაში სოფლებში - იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში -სოფელ ფერეთაში. გამოყენებული იქნება როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული კენჭისყრის მოდელი.წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები.ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50 - მა ამომრჩეველმა მომართა.არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7 კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესს დააკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს გააშუქებს 8 მედია ორგანიზაციის 187 წარმომადგენელი.აქვე შეგახსენებთ საარჩევნო პროცედურებს - კენჭისყრა იმართება დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე. საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ, შესაბამის ჩარჩო-კონვერტს. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ.ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკოში. მონაცემები ამავდროულად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge.3 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.აქვე შეგახსენებთ, რომ დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
1790935019
ნაკრების ფარგლებში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია სუპერ PLUS Visa ბარათი, რომელიც სპეციალურად ამ ნაკრებისთვის, Visa-სთან პარტნიორობით შეიქმნა. ბარათი მფლობელებს სადებეტო მიმართულებით საცალო ბაზარზე მაღალ PLUS სარგებელს სთავაზობს: საქართველოს ბანკის ტერმინალებზე გადახდისას ყოველ 1 ლარზე 2.1 PLUS ქულა ირიცხება; სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე სუპერ PLUS Visa ბარათით გადახდისას ქულები ორმაგდება (2X PLUS; ყოველთვიურად გაორმაგებით მაქს. 10. 000 PLUS ქულა); მომხმარებლებს მობილბანკიდან ყოველთვიურად შეუძლიათ თავად აირჩიონ სასურველი PLUS შეთავაზებები კიდევ უფრო მეტი ქულის დასაგროვებლად. SUPER ნაკრების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ვალუტის კონვერტაციის სტანდარტულზე უკეთესი კურსია. მომხმარებლები მობილბანკსა და ინტერნეტბანკში ვალუტის (GEL, USD, EUR) სტანდარტულზე უკეთესი კურსით გადაცვლას ყოველთვიურად 10 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში შეძლებენ.ამასთანავე, ნაკრების მომხმარებლები პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადახდისას მუდმივი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ (შეთავაზებების მიხედვით მაქსიმუმ 50%-მდე), ხოლო მობილბანკიდან ტრანზაქციები მყისიერად, 24/7 რეჟიმში აისახება.SUPER ნაკრების და სუპერ PLUS Visa ბარათის შეკვეთა მომხმარებლებს საქართველოს ბანკის სხვა არხებთან ერთად, მობილბანკიდან მარტივად შეუძლიათ.®
1790932413
მომგებიან ბანკებში კრედო დაწინაურდა
1790772101
ქართუმ სხვა ბანკის დეპოზიტარები მოიზიდა
1790685093
ახალმა PTI-მ დაკრედიტება 4%-ით უნდა მოთოკოს
1790871480
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
1790256291
ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის ახალ ხელმძ...
1789914480