თბილისი (GBC) - პუტინმა მოსკოვში სპეციალურ ღონისძებაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. 

იგი აღნიშნულ ღონისძიებაზე ხელს მოაწერს უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.

პუტინის განცხადებით, საბჭოთა კავშირი დაინგრა და ამას აღარაფერი ეშველება, თუმცა იმ მილიონობით ადამიანი,რომელთაც საერთო ენა და საერთო ტრადიციები აქვთ ერთად უნდა იყვნენ.

პუტინმა უკრაინა 2014 წელს ომის დაწყებაში დაადანაშაულა.

პუტინის განცხადებით, დასავლეთს არ უნდა,რომ რუსეთში ცხოვრობდნენ თავისუფალი აზრის მქონე ადამიანები. მისი განცხადებით, დასავლეთს რუსეთში უნდა მხოლოდ მონების ყოფნა.

პუტინმა მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატები, დრეზდენის,კელნის და სხვა გერმანული ქალაქების ,,მიწასთან გასწორებაში'' დაადანაშაულა. პუტინმა განაცხადა,რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ამის აუცილებლობა არ იყო.