თბილისი (GBC) – Apple-მა განაცხადა, რომ მრავალმილიარდიანი ხელშეკრულება დადო კომპანია Broadcom-თან.  

კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხელშეკრულების პირობებში Apple გამოიყენებს უფრო მეტ ამერიკული წარმოების ნაწილებს.

მრავალწლიანი შეთანხმების თანახმად, ორი ამერიკული კომპანია შექმნის და განავითარებს  კომპონენტებს 5G ტექნოლოგიისთვის.

Apple-ში განაცხადეს, რომ ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელიც მათ 2021 წელს დააანონსეს. აღნიშნული გეგმა მოიცავს აშშ-ის ეკონომიკაში 430 მილიარდი დოლარის ინვესტიციას.

BBC წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიწვია ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო დაპირისპირებამ, რომელიც ორიენტირებულია ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე.