თბილისი (GBC) - ლუკა ნაჭყებია პირადი გამორჩენისთვის "რუსული"კანონის მიმართ ლოიალობის მიზანშეუწონლობაზე აცხადებს და სწორ მხარეს დგომას ირჩევს. 

შეფი ლუკა სოციალურ ქსელში წერს, რომ "არასწორი" პოზიციონირებისთვის, დანაკარგი მისთვისაც არასასურველია, სხვებივით, თუმცა, წინ, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას აყენებს.

"ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ.. იცოდეთ, მეც მეშინია, რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ... მეც მეშინია, რომ შეიძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შური, ან მეორეთი, ან რამე სიცრუე გამივრცელონ, ან ჩემს ბიზნესს ხელი შეუშალონ, რამე წამართვან, ჩემ ახლობლებს კარები დაუკეტონ... მეც მეშინია, მაგრამ იცოდეთ, არ ღირს... არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ, და გაგახსენდება, რომ სწორ მხარეს არ იდექი... სპორტსმენებო, არტისტებო, საზოგადო სახეებო, ვიცი, რომ ადგილების, პოზიციების და მიღწეულის დაკარგვის გეშინიათ... მაგრამ არ ღირს არაფერი არაფრად თუ სწორ მხარეს არ დგახარ...", - წერს შეფ ლუკა ნაჭყებია.

ნაჭყებია იმედოვნებს, რომ კანონპროექტი კანონის სახეს ვერასდროს მიიღებს. 

.