თბილისი (GBC) - გაზრდილი სიჩქარე, უცვლელი ფასი - მაგთიკომი აგრძელებს ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესებას და აბონენტებისთვის აქტუალური სერვისების განვითარებას.
8 სექტემბრიდან მაგთი აბონენტებს, რომლებიც 50 მბ/წმ-იანი სიჩქარით სარგებლობენ, ფასის ცვლილების გარეშე, ავტომატურად გაუზრდის ინტერნეტის სიჩქარეს 70 მბ/წმ-მდე.
ეს სიახლე ნახევარ მილიონამდე ოჯახს შეეხება. გაზრდილი სიჩქარე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ინტერნეტგამოცდილებას - იქნება ეს სწავლა, მუშაობა, გართობა თუ ყოველდღიური ონლაინ საქმიანობა.
მაგთიკომისთვის მთავარია აბონენტების კმაყოფილება და მათი შესაძლებლობების ზრდა. დღეს, 500-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში სარგებლობენ მაგთის ოპტიკური ინტერნეტით. გაზრდილი სიჩქარე კი კიდევ უფრო დაეხმარება მათ მიზნების განხორციელებაში. ასევე, კომპანიის ეს გადაწყვეტილება, პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტის მაჩვენებლებზე.
https://www.magticom.ge/ka/faster-internet
(R)