თბილისი (GBC) – მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მობილური ქსელების რეიტინგში, 2025 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, მე-6 ადგილი დაიკავა. https://www.speedtest.net/awards/reports/2025/2025_World_Mobile_Q1Q2.pdf 

დაფიქსირებული შედეგი მაგთიკომისთვის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წარმატებაა, რომელმაც არა მხოლოდ მაგთი, არამედ  საქართველო მაღალი ხარისხის ციფრული ინფრასტრუქტურის მქონე ისეთი ქვეყნების გვერდით დააყენა, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი და სინგაპური.

დღეისათვის, მაგთის ქსელი ფარავს საქართველოს დასახლებული, კონტროლირებადი ტერიტორიის 99%-ს, რაც ნიშნავს, რომ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ქვეყნის მასშტაბით ყველასთვის ხელმისაწვდომია.

საერთაშორისო ტექნოლოგიური აღიარების გასაზიარებლად, მაგთიმ აბონენტებს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა.

პოპულარული პროდუქტი „საკვირველი დღეები“ განსაკუთრებული პირობებით გამოჩნდა ბაზარზე, სახელით „უსწრაფესი საკვირველი დღეები“, და  ინტერნეტზე ორიენტირებული მრავალფეროვანი პაკეტები შესთავაზა აბონენტებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ 6 სხვადასხვა პროდუქტიდან შეარჩიონ საკუთარ გამოცდილებასა და ჩვევაზე მორგებული პაკეტი.

6 000 მბ - 7₾;

60 000 მბ - 23₾;

6 000 მბ + 60 წთ - 9₾;

6 000 მბ + 600 წთ - 15₾;

60 000 მბ + 60 წთ - 25₾;

60 000 მბ + 600 წთ - 30₾.

ახალ აბონენტებს კი კომპანია სთავაზობს აირჩიონ მაგთის ქსელი (დაპორტირდნენ), მიიღონ 6 000 მბ ინტერნეტი საჩუქრად და შეიგრძნონ ინტერნეტის ხარისხი, რომელიც მსოფლიოს უსწრაფეს ქსელებს შორის დასახელდა.

საჩუქრად მიღებული მეგაბაიტების გარდა, პორტირებული აბონენტები დამატებით 6 თვე ისარგებლებენ სპეციალური ფასებით მაგთის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე: ყველაფერი ულიმიტო, ულიმიტო ინტერნეტი და ულიმიტო წუთები.

სანდოობა, ტექნოლოგიური ლიდერობა, საუკეთესო დაფარვა, სიჩქარე და საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაგთი - ხარისხია!

(R)