თბილისი (GBC) - ფინანსური კონსოლიდირებული ანგარიშის მიხედვით, სს ნიკორას ამონაგებმა 2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით 434.9 მლნ ლარი შეადგინა. ეს მონაცემი 23.9%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე.

საანგარიშო პერიოდში ნიკორამ  23.1%-ით 307 მლნ ლარამდე გაზარდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულების ხარჯი (რ.ს.თ.). შესაბამისად 2021/H1-თან შედარებით კომპანიას 25.9%-ით 127.9 მლნ ლარამდე გაეზარდა საერთო მოგება.

2022 წლის პირველი კვარტალის (H1) მდგომარეობით კომპანიამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.2%-ით 452.9 მლნ ლარამდე გაზარდა აქტივები, ხოლო  78.5%-ით 80.5 მლნ ლარამდე გაზარდა კაპიტალი.

ნიკორა დაარსებულია 1998 წელს. კომპანია ასაქმებს 7500-ზე მეტ ადამიანს. კომპანია წარმოდგენილია შემდეგი შვილობილი კომპანიებით: ნიკორა ტრეიდი ; ნიკორა; ინტრეიდი; პარტნიორი;მულტიტრეიდი; ოკეანე;ჩვენი ფერმერი; ვაკიჯვრის კალმახი; კულინარი; მზარეული I; ნაფარეულის ძველი მარანი; კორიდა; ნიკორა ბაკურიანი; მილა საქართველო.

კომპანიის ძირითადი მეწილეების სტრუქტურა შემდეგია:

ანდრეი ისაევი -58.2%; სუხიაშვილი ვასილ -23%; Pelicans venture corp -14.9%; სს გალთ ენდ თაგარტი- 9%;გუბანოვი ოლეგ -16%; დუმბაძე დავით -10.5%; ვასილ ტარადინიი - 10%.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ სს „ნიკორამ“,  სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა.  ემისიაში 10%-იანი ინვესტიცია (ანუ 3,5 მლნ ლარი) საპენსიო სააგენტომ განახორციელა

სს ნიკორა (კონს)

2022/H1

2021/H1

%

ამონაგები

434.9

351

23.9

რ.ს.თ.

(307)

(249)

23.1

საერთო მოგება

127.9

101.6

25.9

აქტივები

452.9

393.2

15.2

კაპიტალი

80.5

45.1

78.5

 

 

 

 

თანხა მლნ ₾.