SJC: საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება საჯარო სამსახურზე პოლიტიკური კო...
მთავრობის
გადაწყვეტილებით, პირველი
აპრილიდან საჯარო
სამსახურის ბიურო
უქმდება.პრესსამსახურის
მიერ გავრცელებული
ინფორმაციის მიხედვით,
„გადაწყვეტილება
საქართველოს მთავრობამ
მართვის რაციონალიზაციისა
და ხარჯების ოპტიმიზაციის
მიზნით მიიღო“.მათივე
ცნობით, ანტიკორუფციული
ბიუროს შექმნამ საჯარო
სამსახურის ბიუროს
ფუნქციების მესამედი
გამოაკლო, დარჩენილ
ფუნქციებს კი „მთავრობის
ადმინისტრაციის
შესაბამისი
დეპარტამენტები
განახორციელებენ”.SJC-ს
შეფასებაში ვკითხულობთ: 1.
„საჯარო სამსახურის ბიურო
საჯარო სამსახურის
რეფორმების
მაკოორდინირებელი უწყებაა
და მუშაობს საჯარო
დაწესებულებების
ორგანიზაციული მოწყობის
სათანადო
სტანდარტიზებაზე.ამ
მიზნით, ბიურო აყალიბებს
ფუნქციური და
ინსტიტუციური მოწყობის
პრინციპებს, ახორციელებს
საჯარო დაწესებულებების
სტრუქტურებისა და
ფუნქციების შესაბამისობის
ანალიზს, მუშაობს „საჯარო
სამსახურის შესახებ”
საქართველოს კანონის
ერთიანი პრაქტიკით
აღსრულებასა და საჯარო
სამსახურში ერთიანი
სტანდარტების
დანერგვაზე.ამასთან,
ბიუროს მიზანია
ადამიანური რესურსების
მართვის სისტემის
განვითარება. ის
აანალიზებს არსებულ
მდგომარეობას და
გამოწვევებს, ამუშავებს
სტატისტიკურ მონაცემებს,
სწავლობს საერთაშორისო
პრაქტიკას და შეიმუშავებს
სამოქმედო სტანდარტებს და
რეკომენდაციებს.შესაბამისად,
ბიუროს ამგვარი
ფუნქციების გაბნევა და
სხვადასხვა
დეპარტამენტებზე
გადანაწილება
საფუძველშივე
ეწინააღმდეგება თავად ამ
ფუნქციების ერთი ორგანოს
ქვეშ თავმოყრის იდეას.2.
საჯარო სამსახურის
ბიუროში უკვე
განხორციელდა
რეორგანიზაცია 2022 წლის 30
ნოემბრის საკანონმდებლო
ცვლილებებით
ანტიკორუფციული ბიუროს
შექმნის შემდეგ, ამ
უკანასკნელთან საჯარო
სამსახურის ბიუროს
ფუნქციების დუბლირების
გამოსარიცხად.2023 წელს
საჯარო სამსახურის ბიუროს
ინსტიტუციური მოწყობა
ახლებურად ჩამოყალიბდა და
შესაბამისობაში მოვიდა
ახალ
მოწესრიგებასთან.ცვლილებებით
გაძლიერდა სტრატეგიული
განვითარების
მიმართულება, რომლის
ძირითადი მიზანიც საჯარო
სამსახურში ადამიანური
რესურსებისა და
პროფესიული განვითარების
სისტემის გაუმჯობესება,
საჯარო სამსახურში
პროცესების სისტემური და
გრძელვადიანი დაგეგმვა და
ანგარიშვალდებულების
ზრდაა. ბიუროს ახალი
ინსტიტუციური მოწყობის
ფარგლებში გაუქმდა
უფროსის მოადგილის ერთი
თანამდებობა და ცვლილება
განიცადა რამდენიმე
საშტატო პოზიციამ.ამდენად,
დასახელებული ოფიციალური
მიზეზით ბიუროს გაუქმების
გადაწყვეტილება
დაუსაბუთებელი და
მანიპულაციურია.3.
დაგეგმილი ცვლილება
ემთხვევა „საჯარო
სამსახურის შესახებ’”
კანონში მიღებულ
ცვლილებებს, რომლითაც
მოხდა რეორგანიზაციის
გამარტივება. ცვლილებებით
იოლდება საჯარო მოხელის
თანამდებობიდან
გათავისუფლება, უქმდება
მისი ტოლფას
თანამდებობაზე გადაყვანის
შესაძლებლობა, იზღუდება
დარღვეული უფლების
აღდგენის შესაძლებლობები
და, საბოლოოდ, მკვეთრად
უარესდება საჯარო
მოხელეთა შრომითი
უფლებები და გარანტიები,
რაც საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ
დადგენილ პრაქტიკასაც
ეწინააღმდეგება.საკანონმდებლო
ცვლილებების ინიციირებას
წინ უძღოდა
ევროინტეგრაციის
შეჩერებით გამოწვეული
საპროტესტო ტალღა საჯარო
სექტორში, რამაც, მათ შორის,
საჯარო სამსახურის ბიუროც
მოიცვა. კერძოდ, ბიუროს
თანამშრომლების
მნიშვნელოვანი ნაწილი 2024
წლის ნოემბერში საჯარო
მოსამსახურეთა ერთობლივ
პეტიციას შეუერთდა, ხოლო
„საჯარო სამსახურის
შესახებ” კანონში შესული
ცვლილებების საპასუხოდ
მათ დამოუკიდებლად
გაავრცელეს კრიტიკული
განცხადება.განცხადებაში
აღნიშნულია, რომ „კანონში
შეტანილი ცვლილებები
სრულად ეწინააღმდეგება
საჯარო სამსახურის
რეფორმისა და „საჯარო
სამსახურის შესახებ”
საქართველოს კანონის
გაცხადებულ
სულისკვეთებას, აუარესებს
საჯარო მოხელის უფლებრივ
მდგომარეობას და საფრთხეს
უქმნის უფლების დაცვის
სამართლებრივი
გარანტიების
არსებობას”.მსგავსი
საჯარო აქტები „ქართული
ოცნების” პოლიტიკურმა
ხელმძღვანელობამ საჯარო
სექტორის „თვითწმენდის
პროცესად” შეაფასა და
„კონსტიტუციისა და
კანონის ფარგლებში”
შესაბამისი საპასუხო
ნაბიჯების გადადგმა
დააანონსა. საჯარო
სამსახურის ბიუროს
გაუქმება სწორედ ამგვარი
„საპასუხო ნაბიჯია”.4.
დამატებით აღსანიშნავია,
რომ ბიუროში სტრუქტურული
დანაყოფების ხელმძღვანელ
პოზიციებზე დასაქმებულთა
და საპროტესტო პეტიციის
გამავრცელებელთა
გენდერული სურათი
განსაკუთრებული
მნიშვნელობისაა.ბიურო
შედგება 4
დეპარტამენტისგან,
რომელთაგან თითოეულს ქალი
ხელმძღვანელობს. ასევე,
ბიუროში 4 სამმართველოა,
რომელთა ხელმძღვანელებიც
ასევე ქალები
არიან.დამატებით უნდა
აღინიშნოს, რომ „საჯარო
სამსახურის შესახებ”
კანონში შესული
ცვლილებების საპასუხოდ
ბიუროს თანამშრომლების
მიერ გავრცელებულ
განცხადებაზე ყველა
ხელმომწერი ქალია. ეს
საკითხი მნიშვნელოვანი
ასპექტია, რადგან „ქართული
ოცნების” ავტორიტარული
მართვის პრაქტიკებში
გენდერულ ფაქტორებს
პოლიტიკური დატვირთვა
აქვს.„ქართული ოცნების”
ძალაუფლება ემყარება
პატრიარქალურ ღერძებს,
ასუსტებს პოლიტიკური
ინკლუზიისა და
თანასწორობის იდეებს და
პოლიტიკურ დისკურსში
სექსიზმის ნორმალიზებას
უწყობს ხელს.ასეთ
პირობებში, სავარაუდოდ,
მიღებული გადაწყვეტილება
ასევე ემყარება რწმენას,
რომ ქალებით დომინირებული
არაძალოვანი უწყების
გაუქმება და მისი
თანამშრომლების
გათავისუფლება
რეჟიმისთვის პოლიტიკურად
ნაკლებად საზიანო,
[შედარებით] უმტკივნეულო და
კრიტიკული განწყობების
საჯარო სექტორიდან
განდევნის სტრატეგიულად
ეფექტიანი
გადაწყვეტაა.საჯარო
სამსახურის ბიუროს
ორგანიზაციული მიზანი
დამსახურებაზე,
კეთილსინდისიერებაზე,
პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე,
მიუკერძოებლობასა და
ანგარიშვალდებულებაზე
დაფუძნებული, სტაბილური და
ერთიანი საჯარო
სამსახურის არსებობის
ხელშეწყობაა.შესაბამისად,
მიუხედავად იმისა, თუ რა
სისტემური პრობლემები
შეიძლება არსებობდეს
საჯარო სამსახურის
სხვადასხვა რგოლში, ბიუროს
მსგავსი ორგანოს არსებობა
მნიშვნელოვანია.იმ
კონტექსტის
გათვალისწინებით, თუ რა
პირობებშიც მოხდა ბიუროს
გაუქმების შესახებ
გადაწყვეტილების მიღება
და გაჟღერება, აშკარად
იკვეთება საჯარო
სამსახურში პოლიტიკური
დევნის პრაქტიკის
ინსტიტუციონალიზება და
გაძლიერება”, – ვკითხულობთ
„სოციალური
სამართლიანობის ცენტრის”
შეფასებაში.
1738923818