თბილისი (GBC) – 2021 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით შპს ,,რომპეტროლ საქართველო’’ შემოსავალს $228.1მლნ-ს აფიქსირებს, ეს მაჩვენებელი 73%-ით მეტია პანდემიის წელზე (2020).

აღნიშნულ პერიოდში კომპანიას 7.3%-ით ეზრდება დისტრიბუციის ხარჯები და $9.8მლნ უფიქსირდება. კომპანიას ასევე 28.9%-ით ეზრდება ადმინისტრაციული ხარჯები და $5.9მლნ უფიქსირდება.

კომპანიის ზრდის აქტივებს $53.6მლნ-მდე (+20% Y.Y), ხოლო კომპანიის კაპოტალი $8.3მლნ-მდე იზრდება(+42.2% Y.Y).

2021 წელს კომპანიის საერთო მოგებამ $19.7მლნ შეადგინა, რაც პანდემიის წელთან შედარებით 30.8%-იანი ზრდაა.

შეგახსენებთ,რომ შპს ,,რომპეტროლ საქართველო’’ 2022 წლის სექტემბრის ტოპ 5 იმპორტიორ კომპანიაში შევიდა შემდეგ კომპანიებთან ერთად:Caucasian Metals Terminal; კავკასიის ავტოიმპორტი; სან პეტროლიუმ ჯორჯია; ტოიოტა კავკასია.

რომპეტროლი საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანია დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 82 ბენზინგასამართი სადგურითაა წარმოდგენილი (2020 წელს 86 სადგური) და მას 800-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრეა ,,ქეიემჯი ინტერნეიშნალ ენ.ვი’’ (ნიდერლანდები).

ფინანსური ანგარიში  2021 2020
შემოსავალი 228.1 131.9
კაპიტალი 8.3 5.8
აქტივები 53.6 44.7
საერთო მოგება 19.7 15
ადმინისტრაციული ხარჯი 5.9 4.6

თანხა მლნ $