თბილისი (GBC) – 2025 წლის 11 თვეში საქართველოში 7,308 ელექტრომობილი შემოვიდა, რამაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 60%-ით გადააჭარბა. იმპორტის საერთო ღირებულება 2025 წელს 91.3 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც 41%-იანი ზრდაა.

ამ ფონზე ელექტრომობილის საშუალო ფასი შემცირდა. 2025 წელს ის 15500 დოლარი იყო, 2024 წელს კი 17500 დოლარი. 12%-იანი სხვაობა გლობალური ბაზრის ცვლილებას ასახავს: მეორადი ელექტრომობილების ფასები მთელ მსოფლიოში ეცემა. ეს ტენდენცია საქართველოს ბაზარზეც ჩანს.

იმპორტის სტრუქტურა ამ საქმეში ამერიკის შეერთებული შტატების მკაფიო უპირატესობას გვიჩვენებს, რაც მთლიანი იმპორტის 70%-ზე მეტია. ამ სხვაობაში მეორადი ავტომობილების მაღალი წილი თამაშობს მთავარ როლს – ამერიკული აუქციონის ბაზარი ამ კატეგორიით გამოირჩევა.

ჩინეთი მეორე ადგილზეა. აქედან იმპორტირებული ელექტრომობილები ძირითადად ახალია, ამიტომ ფასი ამერიკულ ბაზართან შედარებით მაღალია.

საუკეთესო მანქანები იაპონიიდან, ფასის თვალსაზრისით, ყველაზე ხელმისაწვდომ ვარიანტს ქმნის. მათი ღირებულება, სხვა ქვეყნის ავტომობილებთან შედარებით, ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა, რასაც მეორადი ავტომობილების სიჭარბე განმარტავს.

2025 წლის 11 თვეში საქართველოდან რეექსპორტზე 1399 ელექტრომობილი გავიდა, მათი ჯამური ღირებულება კი 33.7 მილიონი დოლარია. ეს 58%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ძირითადი მიმართულებებია ყაზახეთი (438 ავტომობილი, 10 მილიონი დოლარი), ყირგიზეთი (366 ავტომობილი, 10.4 მილიონი დოლარი) და სომხეთი (244 ავტომობილი, 7 მილიონი დოლარი).

ამ ბაზრის ცვლილებების ფონზე “ქარმარკი”, საუკეთესო ავტო იმპორტიორი კომპანია თბილისში, 2005 წლიდან ოპერირებს. ამ პერიოდში კომპანიამ ამერიკიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან და ჩინეთიდან 20 000-ზე მეტი ავტომობილი ჩამოიყვანა.

მომხმარებელი ყველა ნაბიჯს – ავტომობილის ისტორიის გადამოწმებიდან განბაჟებამდე, სწორედ “ქარმარკთან” ერთად გადის.

ელექტრო მანქანების ჩამოყვანა Carmark-ის მიმართულებებს შორის ბოლო პერიოდში ყველაზე მზარდია. სტატისტიკა ამ ტენდენციას ადასტურებს. კომპანია ამ სეგმენტის მომხმარებელს ეხმარება იმის გარკვევაში, თუ რომელი ბაზარია ოპტიმალური კონკრეტული ბიუჯეტისა და მოთხოვნისთვის, როგორ გამოიყურება ტრანსპორტირებისა და განბაჟების საბოლოო ხარჯი, რა განსხვავებაა ახალ და მეორად მოდელებს შორის და .შ.

კომპანიას ფილიალები საქართველოს გარდა სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში აქვს, რაც “ქარმარკის” გამოცდილებასა და მის მიმართ მომხმარებლის ნდობას უსვამს ხაზს.