სელფი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, მომხმარებელს პორტირებას უკვე სრულად ონლაინ, ვებგვერდიდან სთავაზობს. პორტირების განაცხადის შევსება უმარტივესი პროცესია. მომხმარებელს პორტირებისას აქვს შესაძლებლობა აირჩიოს სიმბარათის ტიპი, როგორც ფიზიკური, ისე eSIM. სელფიში დაპორტირებული მომხმარებლები ერთი წლის განმავლობაში ყოველთვე საჩუქრად მიიღებენ 1GB მობილურ ინტერნეტს და 100 წუთს ნებისმიერ ქსელთან სასაუბროდ. ფიზიკური სიმბარათის არჩევის შემთხვევაში, ახალი სიმბარათის მისაღებად, აბონენტს შეუძლია ისარგებლოს საკურიერო სერვისით. 

„სელფის მიზანია მისი მომხმარებლის გამოცდილება იყოს სასიამოვნო, მარტივი და დროის დამზოგველი. სწორედ ამიტომ სელფიზე პორტირება უკვე სრულად ონლაინ არის შესაძლებელი, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე წუთში შეავსოს განაცხადი, გახდეს სელფის აბონენტი და ისარგებლოს კომპანიის მრავალფეროვანი შეთავაზებით,“ - აცხადებენ სელფი მობაილში.