თბილისი (GBC) - საქართველოს მთავარმა შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, შრომის ინსპექციის სამსახურის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ინსპექციამ 23 არასრულწლოვნის შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტი გამოავლინა, რაც სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში დაიწერა. ამასთან, ფერაძეს ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გასულ წელს განხორციელდა 3 765 პირველადი და განმეორებითი ინსპექტირება 1 036 კომპანიაზე, გაიცა 14 173 მითითება და ზედამხედველობა განხორციელდა 81 000-ზე მეტ პირზე. მისი თქმით, ფაქტობრივად, ყველა ეკონომიკური სექტორია შემოწმებული, 2022 წელთან შედარებით 1,5-ჯერ არის გაზრდილი ინსპექტირებები.
საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული 18 წლამდე არასრულწლოვანის შრომითი უფლებების აღსრულებაზე ზედამხედველობის შედეგად 2023 წლის საანგარიშო პერიოდში დარღვევა გამოვლინდა 11 სამუშაო ადგილზე 23 არასრულწლოვანთან მიმართებით, მათ შორის:
- საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“-თ განსაზღვრული ნორმების
დარღვევა 10 (ათი) სამუშაო ადგილზე, 22 არასრულწლოვანთან მიმართებით; - საქართველოს ორგანული კანონის ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მეხუთე მუხლის მეექვსე
პუნქტის დარღვევა 1 სამუშაო ადგილზე, 1 არასრულწლოვანთან მიმართებით;
როგორც აღინიშნა, შრომის უსაფრთხოების ნორმებზე განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოვლინდა საქართველოს ორგანული კანონის ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მეხუთე მუხლის მეექვსე პუნქტის დარღვევის ერთი ფაქტი, რომელიც მოიცავს დამსაქმებლის ვალდებულებას არ დაასაქმოს 18 წლამდე პირი (არასრულწლოვანი) ისეთ პოზიციაზე, რომელმაც სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გარდა ამისა, ,,18 წლამდე ასაკის პირისთვის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბერის №01-126/ნ ბრძანებით განსაზღვრულია იმ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი, რომელთა შესრულება აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირისთვის. კანონის მიხედვით, არასრულწლოვნის მიერ შესასრულებელი ყველა სახის სამუშაო უნდა შეფასდეს კანონით დადგენილი წესით. ასევე, უნდაგანხორციელდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის, სამუშაო გარემოსა და სამუშაო პროცესის რეგულარული
მონიტორინგი.
ზემოხსენებულის საფუძველზე, სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურმა განმეორებითი ინსპექტირების ფარგლებში თბილისში ოპერირებად სამშენებლო ობიექტზე დააფიქსირა არასრულწლოვანის (16-დან 18 წლამდე) მუშაობის ფაქტი და კრიტიკული შეუსაბამობების შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელის სახედ გამოიყენა სამუშაო პროცესის შეჩერება. ამასთან, ვინაიდან კომპანიას 2 კალენდარული წლის განმავლობაში დაუფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობის ფაქტი დაჯარიმდა 50000 ლარით.
რაც შეეხება, არასრულწლოვანთა მიმართ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“-თ განსაზღვრული შრომით უფლებებზე ზედამხედველობის შედეგად გამოვლენილ დარღვევებს ეს ჯამში 39-ია.
აღნიშნული ასახულია ცხრილში:
გამოვლენილი დარღვევების შესახებ წარმოდგენილი ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ სამსახურის მიერ განხორციელებული ინსპექტირებების შედეგად საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“-თ განსაზღვრული დებულებებიდან ყველაზე ხშირად გამოვლენილ იქნა მე-14 მუხლით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულების შინაარსთან, კონკრეტულად კი არსებით პირობებთან დაკავშირებული დარღვევები (აღრიცხული დარღვევების 36%).
ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაციიდან ნათლად ჩანს, რომ სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატის ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობის შედეგად ყველაზე ხშირად 18 წლამდე არასრულწლოვნის შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტს ადგილი ჰქონდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების I სექციაში.