თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-მ (TBC PLC) აქციათა გამოსყიდვისა და გაუქმების ახალი, ₾75 მლნ-იანი პროგრამის დაწყებაზე განაცხადა. აქციების შესყიდვა ღია ბაზარზე მოხდება, პროგრამის მიზანია TBC PLC-ის კაპიტალის შემცირება.
აქციების გამოსყიდვა პროგრამის ფარგლებში 18 აგვისტოდან დაიწყო, რომელსაც TBC PLC-ის კორპორაციული ბროკერი Peel Hunt განახორციელებს და რომლებიც შემდგომში გაუქმდება.
გამოსყიდული აქციების რაოდენობა არ გადააჭარბებს 2025 წლის საერთო კრებაზე დამტკიცებულ ლიმიტს - 5,621,187 აქციას.