თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 „ჯრს“ (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს „ჯრტ“ ტიპის მატარებელი. 

ასევე, სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი.

იგივე ტექნიკური მიზეზით, 2024 წლის 6 სექტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.

"გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია 30 დღის განმავლობაში.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ვკითხულობთ საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.