თბილისი (GBC) – ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე პირველი სატვირთო მატარებელი გაუშვეს 20 მაისს, მას შემდეგ, რაც მისი გაფართოების პროექტი დასრულდა.

აზერბაიჯანის რკინიგზის ცნობით, 20 კონტეინერისგან შემდგარი მატარებელი აბშერონის ლოგისტიკური ცენტრიდან საქართველოს მიმართულებით დაიძრა.

ბაქო–თბილისი–ყარსის გაფართოებით მისი წლიური ტვირთბრუნვის პოტენციალი მანამდე არსებული 1 მლნ ტონიდან 5 მლნ ტონამდე გაიზარდა.