თბილისი (GBC) - recov.ge-ის მონაცემებით, ბათუმში 2026 წლის მაისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის მაისთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე $1,323 შეადგინა. პირველად ბაზარზე მაჩვენებელი 8.7%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 4.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა (პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება).

ბათუმში, 2026 წლის მაისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის მაისთან შედარებით 3.3%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 7.3%-ით იკლო.

ტრანზაქციების რაოდენობა 13.4%-ით გაიზარდა მეორეულ ბაზარზე, ხოლო პირველად ბაზარზე 8.5%-იანი კლება დაფიქსირდა.

უცხოელი მყიდველების წილი ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გასული წლის მაისთან შედარებით გაიზარდა და 49% შეადგინა. ახალ და ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის 59% უცხოელ მყიდველებზე მოდის.

ამასთან, 2026 წლის მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა და 1,324 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 22.2%-ით $87 მლნ-მდე გაიზარდა.