თბილისი (GBC) - მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ელზასის რეგიონის (Alsace AOP) ბოთლის თეთრი ღვინოების გლობალური ექსპორტი 2024 წლიდან 2025 წლამდე €91.2 მლნ-დან €86.6 მლნ-მდე შემცირდა (-5.1%), ქართულ ბაზარზე ამ პროდუქციაზე მოთხოვნის მკვეთრი, 53.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

ფრანგული საბაჟოს (DGDDI) მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებული ანგარიშიდან, რომელსაც ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) აქვეყნებს, ვიგებთ, რომ საქართველოში ელზასური თეთრი ღვინის იმპორტის ღირებულება 2024 წლის €0.02 მლნ-დან 2025 წელს €0.04 მლნ-მდე გაიზარდა.

საერთო ჯამში, ელზასური ღვინოების ტრადიციული საექსპორტო მოწინავე პოზიციებს კარგავენ, რაც გლობალური კლების მთავარი მიზეზია.

უმსხვილეს ბაზრებზე მნიშვნელოვანი დანაკარგები დაფიქსირდა, კერძოდ: კანადაში ექსპორტი 11.2%-ით შემცირდა, აშშ-ში - 4%-ით, ხოლო ჩინეთში - 12.6%-ით.

ტრადიციულ ბაზრებზე მიღებული ეს ზარალი მხოლოდ ნაწილობრივ დააბალანსა ისეთ ქვეყნებში დაფიქსირებულმა მატებამ, როგორებიცაა იაპონია (+8.5%) და სამხრეთ კორეა (+20.5%).

AAWE-ის ანგარიშის თანახმად, ახალი და განვითარებადი ბაზრები, მიუხედავად მაღალი პროცენტული ზრდისა, ჯერ კიდევ საკმაოდ მცირეა საიმისოდ, რომ წამყვანი ქვეყნების ვარდნით გამოწვეული დანაკარგები სრულად აანაზღაუროს.