თბილისი (GBC) – ისრაელის ავიაკომპანიებმა ARKIA-მ და EI AI Israel Airlines-მა გააუქმეს 2 ოქტომბერს, ოთხშაბათს ღამით დაგეგმილი ფრენები თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით. მაგრამ მიფრინავს Georgian Airways, რომლის რეისიც დღეს, 16:05-ზე არის ჩანიშნული. ამის შესახებ GBC-ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცხელ ხაზზე განუცხადეს.
წინა დღით, 1 ოქტომბერს, ავიაკომპანია ARKIA-მ გააუქმა თბილისი-თელავივის რეისი, რომელიც დაგეგმილი იყო 23:00 საათზე.
ირანმა 3 ოქტომბრის დილამდე ყველა ავიარეისი გააუქმა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
გადაწყვეტილება ფრენების უსათფრთხოებას ამსახურება, წერს სააგენტო Tasnim, რომელიც უწყების განცხადებას ციტირებს. შეზღუდვა ხუთშაბათის დილის 5:00 საათამდე იქნება ძალაში.
გუშინ, პირველ ოქტომბერს ირანმა ისრაელზე 180 რაკეტით მიიტანა იერიში.