აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
ამერიკის შეერთებული
შტატების საელჩო "დღეს
ჩვიდმეტი წელი გავიდა
საქართველოში რუსეთის
შეჭრიდან. ეს არის დღე,
როდესაც ვიხსენებთ ომის
მსხვერპლს, იძულებით
გადაადგილებულ პირებს და
მათ, ვინც სიცოცხლე
ბრძოლაში დაკარგა. ჩვენ
ვხედავთ, როგორ სათუთად
ინახავს მათი გმირობის
ხსოვნას ქართველი ხალხი.
სოლიდარობას გიცხადებთ და
კიდევ ერთხელ გიდასტურებთ
ერთგულებას საქართველოს
სუვერენიტეტსა და
ტერიტორიულ
მთლიანობას“.ესტონეთის
საგარეო საქმეთა მინისტრი,
მარგუს ცაჰკნა„დღეს,
ესტონეთი კიდევ ერთხელ
ადასტურებს საქართველოს
სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული მთლიანობის
მხარდაჭერას. ჩვენ
არასდროს დავივიწყებთ ან
ვაღიარებთ საქართველოს
ტერიტორიის მიმდინარე
ოკუპაციას“.საქართველოში
გერმანიის საელჩო„2008 წლის 7
აგვისტოს დაიწყო
შეიარაღებული კონფლიქტი
რუსეთის ფედერაციასა და
საქართველოს შორის. დღეს
ვიხსენებთ იმ ადამიანებს,
ვინც ემსხვერპლა
ძალადობასა და ომს, ასევე
ვფიქრობთ მათზე, ვინც ომის
გამო დევნილად
იქცა.გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკა
მხარს უჭერს საქართველოს
ეროვნულ სუვერენიტეტსა და
ტერიტორიულ მთლიანობას
მის საერთაშორისოდ
აღიარებულ საზღვრებში.
რუსეთის ფედერაციისა და
სხვა სახელმწიფოების მიერ
საქართველოს
სეპარატისტული რეგიონების
აფხაზეთისა და სამხრეთ
ოსეთის ცალმხრივი
აღიარება მიუღებელია.
გერმანია მოუწოდებს
რუსეთს, სრულად შეასრულოს
2008 წლის 12 აგვისტოსა და 8
სექტემბრის შეთანხმებებით
გათვალისწინებული
ვალდებულებები“.ლატვიის
საგარეო უწყება "ვგმობთ
უკანონო შეჭრას და
საქართველოს
სუვერენიტეტს, ტერიტორიულ
მთლიანობასა და მისი
ხალხის უფლებას, თავად
აირჩიონ საკუთარი
მომავალი, მხარს მტკიცედ
ვუჭერთ.ამ დღეს ლატვია, 17
წლის წინ რუსეთის მიერ
საქართველოს წინააღმდეგ
განხორციელებული აგრესიის
მსხვერპლ ადამიანებს
იხსენებს. ჩვენ ვგმობთ
უკანონო შეჭრას და
საქართველოს
სუვერენიტეტს, ტერიტორიულ
მთლიანობასა და მისი
ხალხის უფლებას, თავად
აირჩიონ საკუთარი
მომავალი, მხარს მტკიცედ
ვუჭერთ“.ესტონეთის
პარლამენტის საგარეო
საქმეთა კომიტეტის
თავმჯდომარე, მარკო
მიხელსონი„17 წლის წინ,
დღევანდელ დღეს, რუსეთმა
საქართველოს წინააღმდეგ
ომი დაიწყო, რომელიც მისი
ტერიტორიის ერთი
მეხუთედის ოკუპაციითა და
NATO-ს გაფართოების შეჩერებით
დასრულდა. ეს რუსეთის
იმპერიული ომების კიდევ
ერთი ეტაპი იყო, რომელიც
1990-იანი წლების დასაწყისში
დაიწყო, კრემლისთვის
წარმატებით დასრულდა და
უკრაინაზე თავდასხმის
ნიადაგი
მოამზადა".საქართველოში
ლიეტუვის საელჩო„17 წლის
წინ რუსეთი საქართველოში
შეიჭრა. ლიეტუვა,
პარტნიორებთან ერთად,
იხსენებს და პატივს
მიაგებს მათ, ვინც იბრძოდა
რუსეთის აგრესიის
წინააღმდეგ და დაიღუპა 2008
წლის აგვისტოში. ჩვენი
ურყევი მხარდაჭერა
საქართველოს
სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული მთლიანობის
მიმართ
გრძელდება”.საქართველოში
საფრანგეთის ელჩი შერაზ
გასრი„ვიხსენებთ 2008 წელს
რუსეთის მიერ საქართველოს
წინააღმდეგ
განხორციელებული აგრესიის
მსხვერპლთა ხსოვნას.
საფრანგეთი მოუწოდებს
რუსეთს, პატივი სცეს
საქართველოს
სუვერენიტეტსა და
ტერიტორიულ მთლიანობას და
შეასრულოს ევროკავშირის
შუამავლობით მიღწეული
6-პუნქტიანი შეთანხმებით
გათვალისწინებული
ვალდებულებები“.დანიის
ელჩი, ანე ტოფტ
სორენსენი„დღეს ჩვენ
საქართველოს გვერდით
ვდგავართ და პატივს
მივაგებთ იმ მამაც
ადამიანებს, რომლებმაც
თავიანთი სიცოცხლე 2008 წელს
რუსეთის შემოჭრის დროს
სამშობლოს დაცვას
შესწირეს. კიდევ ერთხელ
ვადასტურებ დანიის ურყევ
მხარდაჭერას საქართველოს
დამოუკიდებლობის,
სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული მთლიანობის
მიმართ, მის საერთაშორისოდ
აღიარებულ
საზღვრებში“.საქართველოში
დიდი ბრიტანეთის ელჩი,
გარეთ უორდი„ჩვენი
მხარდაჭერა საქართველოს
სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული მთლიანობის
მიმართ ურყევია. ამ
აგვისტოს ერთი წელი
შესრულდა, რაც მე დავიწყე
ჩემი საქმიანობა როგორც
მისი უდიდებულესობის
ელჩმა საქართველოში. ამ
პერიოდში ვეწვიე სოფელ
ერგნეთს, რომელიც
მდებარეობს
ადმინისტრაციულ სასაზღვრო
ხაზთან სამხრეთ ოსეთში,
ასევე ვეწვიე ენგურის ხიდს,
რომელიც რიონზე გადადის
აფხაზეთის მიმართულებით.
მქონდა შესაძლებლობა,
მესაუბრა უბრალოდ
კონფლიქტით დაზარალებულ
ადამიანებთან, ქალ
ელჩებთან მშვიდობისთვის,
რომლებიც ადმინისტრაციულ
ხაზთან მდებარე სოფლებში
ცხოვრობენ. ასევე
ახალგაზრდებთან გალის
რეგიონიდან. საკუთარი
თვალით ვიხილე ომის
შედეგად გაყოფილი
საზოგადოების გავლენა,
ადამიანების ყოველდღიურ
ცხოვრებაზე.უკვე 30
წელიწადზე მეტია, დიდი
ბრიტანეთი საქართველოსთან
ერთად მუშაობს
კონფლიქტების მშვიდობიანი
გზით მოგვარებასა და
ესკალაციის თავიდან
აცილების კუთხით. დიდ
ბრიტანეთს სურს, იხილოს
წარმატებული, ერთიანი
საქართველო, რომელსაც
შეუძლია უსაფრთხოების
პარტნიორების თავისუფლად
არჩევა. ვწუხვართ, როდესაც
საქართველოს მთავრობა
აკრიტიკებს ევროპის
ძალისხმევას, რომელიც
მიზნად ისახავს რუსეთის
აგრესიის შეკავებას
უკრაინასა და
ევროპაში.დიდი ბრიტანეთი
მზად არის, ითანამშრომლოს
საქართველოსთან საერთო
ევროატლანტიკური
უსაფრთხოების
გასამყარებლად. სწორედ
ამას იმსახურებს ქართველი
ხალხი“.2008 წლის აგვისტოს
რუსეთ-საქართველოს ომში
საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს 170
მოსამსახურე, შინაგან
საქმეთა სამინისტროს 14
თანამშრომელი და 224
სამოქალაქო პირი დაიღუპა.
დაჭრილ და დაშავებულ
სამოქალაქო და სამხედრო
პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს
შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი
სამხედრო
მოსამსახურეა.რუსეთს
ოკუპირებული აქვს
დამოუკიდებელი
საქართველოს ტერიტორიები -
აფხაზეთი და ცხინვალის
რეგიონი. ამ ორი რეგიონის
ოკუპაციიდან ორ თვეში
რუსეთმა ისინი
დამოუკიდებელ სუბიექტებად
აღიარა. რუსეთის
შეიარაღებული ძალები
დღემდე აკონტროლებენ
საქართველოს ამ ორ რეგიონს,
რაც ქვეყნის ტერიტორიის
დაახლოებით 20%–ს
შეადგენს. 2008 წლის 12
აგვისტოს საფრანგეთის
პრეზიდენტმა, ნიკოლა
სარკოზიმ და რუსეთის
პრეზიდენტმა, დმიტრი
მედვედევმა მოსკოვში
მოაწერეს ხელი
საქართველოში საბრძოლო
მოქმედებების დასრულების
6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ
დოკუმენტის პირობებს
რუსეთი დღემდე არღვევს და
უარს ამბობს ომამდელ
პოზიციებზე დააბრუნოს
საკუთარი
სამხედროები.„ქართული
ოცნების" ხელისუფლება ომის
დაწყების დღედ 2008 წლის 8
აგვისტოს მიიჩნევს. ის ომის
დაწყებაში „ნაციონალური
მოძრაობის" ხელისუფლებას
ადანაშაულებს და არა -
რუსეთს.
1754554559