თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $20.8 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.6%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $5.8 მლრდ იყო (გაიზარდა 6.8%-ით), ხოლო იმპორტი $14.9 მლრდ (გაიზარდა 9.3%-ით). საანგარიშო პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $9 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44%-ია.