მოსახლეობის 89.6% ინტერნეტს იყენებს, 93.3% კი მობილურ ტელეფონს ფლობს
ინტერნეტით
უზრუნველყოფილი
შინამეურნეობების წილი
საქალაქო დასახლებებში 1.6
პ.პ.-ით გაიზარდა, ხოლო
სასოფლო დასახლებებში - 1.5
პ.პ.-ით და შესაბამისად, 96.8 და
89% შეადგინა. რეგიონების
მიხედვით ყველაზე მაღალი
მაჩვენებელი თბილისსა და
აჭარის ა.რ.-ში დაფიქსირდა
და შესაბამისად, 98.2 და 96.3%
შეადგინა.საქსტატის
გამოკვლევის შედეგების
მიხედვით, ბოლო 3 თვის
განმავლობაში ინტერნეტით
ისარგებლა 6 წლის და უფროსი
ასაკის მოსახლეობის 89.6%-მა,
რაც 1.7 პ.პ.-ით აღემატება წინა
წლის ანალოგიურ
მაჩვენებელს. საქალაქო
დასახლებებში აღნიშნული
მაჩვენებელი 92.9%-ით, ხოლო
სასოფლო დასახლებებში
83.9%-ით განისაზღვრა. ეს
მაჩვენებელი ქალების
შემთხვევაში 89.7%, ხოლო
კაცების შემთხვევაში
89.5%-ია.ასაკობრივი ჯგუფების
მიხედვით, ამ მაჩვენებლის
მნიშვნელობა ყველაზე
მაღალია 15-29 წლის
მოსახლეობაში და 99.6%-ს
შეადგენს.15 წლის და უფროსი
ასაკის მოსახლეობიდან,
რომლებიც ბოლო 3 თვის
განმავლობაში
სარგებლობდნენ
ინტერნეტით, 96.4% ინტერნეტს
ყოველდღე ან თითქმის
ყოველდღე იყენებდა, 3.4% -
კვირაში ერთხელ მაინც, 0.2% კი
- უფრო იშვიათად, ვიდრე
კვირაში ერთხელ.საქსტატის
გამოკვლევის შედეგების
მიხედვით, 15 წლის და უფროსი
ასაკის მოსახლეობაში,
ძირითადად ინტერნეტის
გამოყენების მიზნებს
წარმოადგენდა: სოციალური
ქსელების გამოყენება (97.5%),
ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო)
კავშირი (97.0%), ინტერნეტ
ბანკინგით სარგებლობა (61%),
ჯანმრთელობის საკითხებზე
ინფორმაციის მოძიება (54.5%),
საქონლისა და
მომსახურების შესახებ
ინფორმაციის მოძიება (50.2%),
ონლაინ ახალი
ამბების/გაზეთების/ჟურნალების
წაკითხვა (49%), ელ. ფოსტის
მიღება/გაგზავნა (41.7%),
პროგრამული უზრუნველყოფის
პროდუქტის ჩამოტვირთვა (15.8%)
და სამუშაოს ძიება ან
სამუშაოსთვის
აპლიკაციების გაგზავნა
(11.5%).15 წლის და უფროსი ასაკის,
ბოლო 12 თვეში ინტერნეტის
მომხმარებელი მოსახლეობის
38.6%-მა ინტერნეტის
მეშვეობით შეიძინა ან
შეუკვეთა საქონელი ან
მომსახურება. აღნიშნული
მაჩვენებლის
მნიშვნელობები
განსხვავდება დასახლების
ტიპის მიხედვით: საქალაქო
დასახლებებში - 42.7%-ს, ხოლო
სასოფლო დასახლებებში 31%-ს
შეადგენს. სქესის მიხედვით
მაჩვენებლის
მნიშვნელობები
ქალებისათვის 42.5%,
კაცებისათვის კი 34.2%-ია.
ასაკობრივი ჯგუფების
მიხედვით მაჩვენებლის
მნიშვნელობებია: 15-29 წლის
ასაკის მოსახლეობაში - 63%, 30-59
წლის ასაკის მოსახლეობაში -
39.9%, ხოლო 60 წლის და უფროსი
ასაკის მოსახლეობაში - 17.5%.15
წლის და უფროსი ასაკის,
ბოლო 3 თვეში ინტერნეტის
მომხმარებელთა 99.8%-მა
გამოიყენა მობილური
მოწყობილობა (მობილური
ტელეფონი, ლეპტოპი,
პლანშეტი და ა.შ.) უსადენო
ინტერნეტთან
დასაკავშირებლად.
აღნიშნული მაჩვენებელი
ქალებისათვის 99.7%-ს, ხოლო
კაცებისათვის - 99%-ს
შეადგენს.საქსტატის
გამოკვლევის შედეგების
მიხედვით, კომპიუტერით
უზრუნველყოფილია
შინამეურნეობების 57.9%.
აღნიშნული მაჩვენებლის
მნიშვნელობამ საქალაქო
დასახლებებში 69% შეადგინა,
ხოლო სასოფლო
დასახლებებში - 42.8%.
რეგიონების მიხედვით ეს
მაჩვენებელი ყველაზე
მაღალი თბილისსა და აჭარის
ა.რ.-ში დაფიქსირდა და
შესაბამისად - 74.1 და 62.1%
შეადგინა.6 წლის და უფროსი
ასაკის მოსახლეობის 49.9%-მა
ისარგებლა კომპიუტერით
ბოლო 3 თვის განმავლობაში.
აღნიშნული მაჩვენებელი
განსხვავებულია
დასახლების ტიპის
მიხედვით: საქალაქო
დასახლებებში 57.9%-ია, ხოლო
სასოფლო დასახლებებში - 36.2%.
ეს მაჩვენებელი ქალების
შემთხვევაში 49%-ს შეადგენს,
ხოლო კაცების შემთხვევაში -
50.8%-ს. ასაკობრივი ჯგუფების
მიხედვით, კომპიუტერის
მომხმარებელთა ყველაზე
მაღალი წილი 6-14 წლის
მოსახლეობაში დაფიქსირდა
და 89.3% შეადგინა.15 წლის და
უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში
კომპიუტერის
მომხმარებელთა 70%
კომპიუტერით ყოველდღე ან
თითქმის ყოველდღე
სარგებლობდა, 19% - კვირაში
ერთხელ მაინც, 11% კი - უფრო
იშვიათად, ვიდრე კვირაში
ერთხელ.საქსტატის
გამოკვლევის შედეგების
მიხედვით, 6 წლის და უფროსი
ასაკის მოსახლეობის 93.3%
ფლობს მობილურ ტელეფონს,
რაც წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელთან შედარებით
0.7 პ.პ.-ით მეტია.ამასთან,
აღნიშნული მაჩვენებელი
ქალაქის ტიპის
დასახლებებში 0.4 პ.პ.-ით, ხოლო
სოფლის ტიპის
დასახლებებში 1.1 პ.პ.-ით
გაიზარდა და შესაბამისად 95.2
და 90.1% შეადგინა.
1788333288