თბილისი (GBC) – სომხეთ–საქართველოს საზღვარზე, სამივე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დაძაბულობა ნარჩუნდება. სომეხმა სატვითროების მძღოლებმა ორშაბათს საღამოს სომხეთ საქართველოს სასაზღვრო პუნქტებზე „ბავრა“, „ბაგრატაშენი“ და „გოგავანი“ გზები გადაკეტეს.

სომხური მედიის ცნობით, მძღოლები არ აპირებენ უცხოური სატვირთოების გატარებას აღნიშნულ მარშრუტებზე, ვიდრე არ გადაწყდება რუსეთის ტერიტორიაზე მათი დაშვების პრობლემა.

ორშაბათს მათ საპროტესტო აქცია გამართეს, თუმცა დასმულ კითხვებზე პასუხი ვერც მთავრობისგან მიიღეს, ვერც საგარეო სამინისტროსგან და ვერც რუსეთის საელჩოდან სომხეთში. სწორედ ამის შემდეგ მიიღეს მძღოლებმა გზების გადაკეტვის გადაწყვეტილება.