თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტრო ნახევარ მილიონზე მეტის (₾600 118) მითვისებაზე აცხადებხ, თაღლითურად. აქედან:

₾430 202 ბიუჯეტისაა და ₾167 918 ფიქტიური დღგ-ს აქტივის შექმნისთვის. გრანტი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოიზიდა, სოფლის მეურნეობის სააგენტოსთვის. რომლის ჯგუფურად მითვისებასაც ედავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 4 პირი (180-ის  მე-2, მე-3 ნაწილებით , 19-180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის მე-2  და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც  თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას გულისხმობს).

პროკურატურასთან კოორდინირებულ ოპერაციაში  ფიგურირებს  შპს „ელიტმშენი“ და „რკ ქართული ბოსტნეული“, რომელთა ხელმძღვანელი პირია ზემოთ აღნიშნული 4.

გამოძიება ამბობს, რომ თითქოს კოოპერატივი და დაქირავებული კომპანია ერთმანეთთან შევიდნენ გარიგებაში. საგენტოდან თანადაფინანსებისათვის გამოყოფილი 430 200 ლარის დაუფლების მიზნით  „ელიტმშენმა“  კოოპერატივ „რკ ქართული ბოსტნეულს“ გამოუწერა 1 100 800 ლარის ყალბი ანგარიშ-ფაქტურა  და სასაქონლო ზედნადები სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად, თუმცა სამუშაოები არ შესრულებულა.

ამით კოოპერატივმა მიიღო დღგ-ს ფიქტიური ჩათვლა,167 918 ლარის ოდენობით, საიდანაც დირექტორმა და გამგეობის თავმჯდომარემ დაიბრუნეს დღგ-ს თანხა - ₾ 2000 ლარი და დამატებით ცდილობდნენ დღგ-ის ზედმეტობის - 100 000 ლარიანი ფიქტიური აქტივის დაბრუნებას, მაგრამ ვეღარ მოახერხეს.