თბილისი (GBC) - 21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ მომხმარებლებს უფრო მაღალი თანხის მიღების შესაძლებლობა აქვთ. აღსანიშნავია, რომ  დღეისთვის აქტივის ფასი ისტორიულად მაღალ ნიშნულზეა.

გაზრდილი ფასებით სარგებლის მისაღებად ორი გზა არსებობს:

1. თუ თანხა ახლა გჭირდება:

მაგრამ არ გსურს, შენი ნივთი, ძვირფასი და მზარდი აქტივი, გაყიდო, საუკეთესო გამოსავალია, ის დროებით „ექსპრეს ლომბარდს“ მიანდო. ამით, ერთი მხრივ, საჭირო თანხას მომენტალურად მიიღებ, მეორე მხრივ კი, შეინარჩუნებ საკუთარ ნივთს, რომლის ღირებულებაც მომავალში შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

ფილიალები იხილე აქ

2. თუ უკვე ექსპრეს ლომბარდის მომხმარებელი ხარ:

დამატებითი თანხის მიღება იმ შემთხვევაშიც შეგიძლია, თუ „ექსპრეს ლომბარდში“ მოქმედი სესხი უკვე გაქვს. ამისთვის საჭიროა, უბრალოდ, დააფიქსირო სურვილი - დარეკო ცხელ ხაზზე (0322 39 39 39) ან მიხვიდე ფილიალში.

ექსპერტები შენს ნივთს ახალი, გაზრდილი ტარიფით ხელახლა შეაფასებენ და იმავე ნივთის უზრუნველყოფით დამატებითი თანხის მიღებას შეძლებ.

რატომ იზრდება ოქროს ფასი?

წელს ოქროს ფასი 58%-ით არის გაზრდილი, რაც მას ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონე საინვესტიციო აქტივად აქცევს. ოქროს გაძვირებას მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური ვითარება განაპირობებს, რა დროსაც ინვესტორები ყველაზე გამოცდილ, სტაბილურ და სანდო აქტივს, ანუ ოქროს ყიდულობენ. გარდა ამისა, ძვირფასი მეტალის უმსხვილეს შემსყიდველთა შორის გლობალური ცენტრალური ბანკები არიან, რომლებიც ყოველთვიურად რამდენიმე ტონა ოქროს ყიდულობენ, რაც მათ სტრატეგიული რეზერვების შესავსებად სჭირდებათ.

შეფასების ტარიფები:

999 – 111.84$ (ექვ.ლარში)
958 – 107.20$ (ექვ.ლარში)
916 – 102.51$ (ექვ.ლარში)
750 - 83.53$ (ექვ.ლარში)
585 – 65.34$ (ექვ.ლარში)
500 - 55.55$ (ექვ.ლარში)
375 - 40.40$ (ექვ.ლარში)

032 2 39 39 39 | *3939

ექსპრეს ლომბარდის ფილიალები იხილე აქ: https://expresslombard.ge/ka/misamartebi