თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის მარტივი და ხელმისაწვდომი ციფრული ინსტრუმენტების განვითარებას. ამ მიზნით, განახლდა ბიზნეს ინტერნეტბანკი და ინვოისების მართვის ახალი ფუნქციონალი დაემატა. ფუნქციონალი ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, პირდაპირ ინტერნეტბანკშივე შექმნან ინვოისები, ჩამოტვირთონ, გააგზავნონ და, რაც მთავარია, ავტომატურად დაუკავშირონ ჩარიცხულ თანხებს.

ამ სიახლით ბიზნესებს გადახდებთან და ფინანსების მართვასთან დაკავშირებული პროცესები შეუძლიათ ერთ სივრცეში მოაქციონ.

რას მოიცავს ახალი ფუნქციონალი?

  • ჩარიცხული თანხების ავტომატური დაკავშირება შესაბამის ინვოისებთან, რაც უზრუნველყოფს სტატუსების ავტომატურ განახლებას - ეს იმას ნიშნავს, რომ ჩარიცხვების იდენტიფიცირება ავტომატური ხდება, ტრანზაქცია კონკრეტულ ინვოისს თავისით მიებმევა, მექანიკურად მონიტორინგი კი საჭირო აღარ იქნება
  • ინვოისების შექმნა და გაგზავნა როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებთან ბიზნეს ინტერნეტბანკის და ელექტრონული ფოსტის საშუალებით
  • ინვოისზე კომპანიის ლოგოს, ხელმოწერის დამატების შესაძლებლობა
  • დღგ-ისა და ფასდაკლების მითითება ინვოისის შექმნისას
  • ინვოისის მონახაზის შექმნა და მისი ჩამოტვირთვა PDF ფორმატში
  • გაგზავნილი და მიღებული ინვოისების მართვა ერთ სივრცეში – ყველა ინვოისი ხელმისაწვდომია ბიზნეს ინტერნეტბანკში
  • ინვოისების სტატუსების კონტროლი – გადახდილი, ნაწილობრივ გადახდილი, გადასახდელი ან ვადაგასული ინვოისების შემოწმება

გარდა ამისა, ბიზნეს ინტერნეტბანკს ცოტა ხნის წინ დაემატა კიდევ ერთი ინოვაციური ფუნქციონალი დაემატა. მომხმარებელს შეუძლია ინვოისის ფოტოს ატვირთვა, რომელსაც სისტემა AI ტექნოლოგიის მეშვეობით კითხულობს და გადარიცხვის ფორმას ავტომატურად ავსებს. აღნიშნული ფუნქცია მნიშვნელოვნად ამცირებს შეცდომების რისკს და ზოგავს ბიზნესის დროს.

გარდა ამისა, ბიზნეს ინტერნეტბანკში ხელმისაწვდომია თანხის მოთხოვნის ფუნქციონალი, რომლითაც ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, გადაამოწმოს მიიღო თუ არა გაწეული მომსახურების საფასური და ნახოს, თანხის რა ნაწილია ჩარიცხული. პროდუქტის  უპირატესობას ასევე  წარმოადგენს  ის რომ, აღარ არის საჭირო ინვოისის ელფოსტაზე გაგზავნა.  კიდევ უფრო გამარტივებულია მიმღების ანგარიშის ნომერთან დაკავშირებული პროცედურა, რადგან  მიმღები მოთხოვნისას თავად უთითებს, რომელ ანგარიშზე სურს განხორციელდეს ჩარიცხვა და გადარიცხვის დავალების ცალკე აკრეფაც აღარ არის საჭირო.

აღმოაჩინეთ ბიზნეს ინტერნეტბანკის შესაძლებლობები და მართეთ თქვენი ბიზნესი მარტივად.

(R)