თბილისი (GBC) - რეკაკლიბრაციამ, როგორც ამ ბოლო დროს სები ადეკლარირებს სასესხო რეგულაციას, სამომხმარებლო დაკრედიტების წლიური ზრდა 4 პპ-ით უნდა მოთოკოს, 21.3%-დან , 17%-მდე (სხვა თანაბარ პირობებში). თუმცა

PTI ჩარჩოს განახლება (რეკალიბრაცია), რომელიც თებერვალი/სექტემბრიდან დაბალშემოსავლიანს (₾1 500/₾2 000/₾2 500) სესხზე ხელმისაწვდომობას შეუზღუდავს არაა განპირობებული გადახდისუნარიანობისა თუ რისკის პროფილის არსებითი ცვლილებით. უბრალოდ PTI ჩარჩო კორექტირდება ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების და ხელფასების ზრდის გამო.

როგორც სებ-ში აცხადებენ, <1 500 ლარიანებისთვის მოქმედი 25%-იანი რეგულაცია 01.02.2027-დან იმიტომ კი არ მოეთხოვება <₾2 000 -იანსაც*, სებ-ი ჭარბვალიანობის ან ფინანსური მდგრადობის რისკებს ხედავს. უბრალოდ კორექტირტდება ჩარჩო, რაც მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობასაც წაადგება (როგორც ფსკ-ს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული). 

ბაზარი სახელფასო რეინჯის გაზრდის საჭიროებას არც ახლა და არც მაშინ ხედავდა, როცა 1 000 -დან, 1 500 ლარამდე გაიზარდა. PTI -ის წინა კალიბრაცია უფრო დამამაძიმებელი იყო, რადგან  რამდენიმე "კორტექტირებასთან", ე.წ. რეგულაციასთან მოუწია მოქმედება და ცვლილებები მაღალშემოსავლიანებსაც შეეხო. გაჩნდა 3%-იანი დერეფანიც, რაც მსესხებლის გადახდისუნარიანობის მეტობით (+3%) შეფასებას გულისხმობდა.

როგორც სებ-ში აცხადებენ, მორიგი კორექტირება PTI ჩარჩოს 2030-შიც მოუწევს და ეს კანონზომიერებაა.

ამასთან სებ-ში არც სავალუტო დაკრედიტების მილიონიანი ზღვრის აწევას გამოერიხავენ, თუ დოლარიაცია "გაჯიუტდება".

*2027 წლის სექტემბრიდან 2 500 ლარამდე გაიზრდება.