თბილისი (GBC) – Georgia Capital-ის (GCAP) შვილობილ კომპანია ამბოლს 1Q26-ში შემოსავლები 12.7%-ით (y.y), ₾14.7 მლნ-მდე გაეზარდა, რაც GCAP-ის განმარტებით, განპირობებული იყო საცალო, საბითუმო და კორპორატიული სეგმენტების ზრდით. 

იმავე პერიოდში, კომპანიის მთლიანი მოგება წინა წელთან შედარებით 17.6%-ით გაიზარდა და 1Q26-ში ₾4.3 მლნ-ს მიაღწია, რაც GCAP-ის განმარტებით ასახავს კვარტალში მაღალი მოგების მქონე საცალო სეგმენტში შემოსავლების ძლიერ ზრდას.

ამბოლის ოპერაციული ხარჯები 2026 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით 19.8%-ით გაიზარდა, რაც კომპანიის თქმით, ხელფასების ხარჯების ზრდას უკავშირდება.

შედეგად, ბიზნესმა 2026 წლის პირველ კვარტალში ₾0.5 მლნ-ის EBITDA გამოიმუშავა, რაც ზუსტად იმდენივეა, რაც 1Q25-ში.

ცნობისთვის, 4Q25-ში ამბოლი გახდა Scania-ს, კომერციული მანქანების წამყვანი გლობალური პრემიუმ მწარმოებლის, ექსკლუზიური და ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.