თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს კომერციულ ბანკებში აპრილში მომხმარებელთა 1 420 პრეტენზია შევიდა (ნაცვლად მარტის 1 710 პრეტენზიისა), რომელთაგან, პროდუქტების მიხედვით, ყველაზე მეტი – 725 განცხადება მიმდინარე ანგარიშებსა და სადებეტო ბარათებთან არის დაკავშირებული. პრეტენზიების რაოდენობით მეორე ადგილს სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებული პრეტენზიები იკავებს 169 განცხადებით (მარტში 223). მესამე ადგილზე კი საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებულ პრეტენზიები მოდის – 87 შემთხვევა. 

2022 წლის აპრილთან შედარებით (2 249 პრეტენზია) თითქმის განახევრებულია ბანკებისადმი პრეტენზიების რაოდენობა.

აპრილში ბანკებში შესული 1 420 პრეტენზიიდან 777–ზე განხილვა დასრულებულია და კომბანკმა ის უსაფუძვლოდ მიიჩნია. საფუძვლიანად ბანკებმა 216 პრეტენზია მიიჩნიეს. განხილვები არ დასრულებულა 416 პრეტენზიაზე. 11 შემთხვევაში კი განხილვა დასრულებულია, პრეტენზია საფუძვლიანადაა მიჩნეული, თუმცა ხარვეზი არ გამოსწორებულა.