თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, რომლებიც ბებიებს მიეძღვნა, ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში სპეციალური თაროები განთავსდა. 

თაროებზე მკითხველებს ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნები დახვდებათ ბებიებსა და ბავშვობის მოგონებებზე, მათ შორის:

· ჩემი რჩეული - ნოდარ დუმბაძე 1ტ, მე, ბებია ილიკო და ილარიონი, მოთხრობები

· ძველი ფურცლიდან - რევაზ ინანიშვილი

· გოდერძი ჩოხელის მოთხრობები

· ბანდიტი ბებია - Liber kids

· ბანდიტი ბებია ბრუნდება - Liber kids

· ბებია, სურათები სოფლის ცხოვრებიდან - ბოჟინა ნემცოვა

· ჩემი აფრიკელი ბებია - მარიამ წიკლაური

· წერილს გწერ, ბებიას - ნინო ნანეიშვილი

· ბებიამ მთხოვა თქვენთვის მეთქვა, რომ ბოდიშს იხდის - ფრედრიკ ბაკმანი

აღნიშნული თაროები ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელის შემდეგ ლოკაციებზე: ვაკის პარკი, ჭავჭავაძის 2, გაგარინი, გალერეა თბილისი, ბიბლუსი გალერი ბათუმში, ბიბლუსი გალერი ქუთაისში, საბურთალოს სითი მოლი.

საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.

(R)