თბილისი (GBC) - ლარი ივნისშიც გამყარდა, 0.8% -ით. 01.07.2026-ის მდგომარეობით, სებ-ის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 2.6453 ლარია.

სებ-ის თვის მიმოხილვით მაისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6955-დან 2.6806-მდე (0.6%-ით), ხოლო ევროს მიმართ 3.1481-დან 3.1315-მდე (0.5%) გამყარდა.

მაისის ბოლოს ლარის ოფიციალურმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6693 და 3.1079 შეადგინა. ამ პერიოდში გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა იყო 2.6916, მინიმალური - 2.6693 (04/2026 - შესაბამისად 2.70%, 2.69%). აპრილში ლარმა დოლართან 0.9%-იანი გამყარება აჩვენა, ევროსთან კი ვაღარ გამყარდა, გაუფასურდა, 0.1%-ით.