თბილისი (GBC) -Lion Finance Group PLC-მ (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) 3Q25-ში ₾547.2 მლნ-ის კონსოლიდირებული მოგება დააფიქსირა, რაც წლიურად 7.5%-ით და კვარტალურად 6.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამასთან, კაპიტალის მოგებიანობამ (ROAE) 27.8% შეადგინა.

ჯგუფის სესხების პორტფელმა 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით ₾37.93 მლრდ-ს მიაღწია (კონსტანტურ ვალუტაში 21.7%-იანი ზრდა წლიურად). ჯგუფის განმარტებით, ზრდა განპირობებული იყო სესხების ძლიერი ზრდით როგორც საქართველოს (GFS), ისე სომხეთის (AFS) ოპერაციებში.

ამავე პერიოდისთვის, Bank of Georgia-ს ციფრული MAU (ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი) საცალო სეგმენტში შეადგენდა 1.7 მილიონ ადამიანს (14.7%-ით მეტი y.y), ხოლო Ameriabank-ის - 305 ათას ადამიანს (62.7%-იანი ზრდა y.y).

შეგახსენებთ, დირექტორთა საბჭომ შუალედური დივიდენდი - თითო ჩვეულებრივ აქციაზე 2.65 ლარი გამოაცხადა, 2025 წლის 30 სექტემბრით დასრულებული კვარტალისთვის, და ამავე დროს, დაამტკიცა აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის გაზრდა ₾51.5 მლნ-ით.