თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 21–25 სექტემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ორმა ქართულმა კომპანიამ, წინა კვირასთან შედარებით, დამაჯერებელი ზრდა აჩვენა. ერთის კი მინუსშია, თუმცა, წინა თვესთან შედარებით, ამ კომპანიის აქციებიც პლუსშია.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 145.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.42% წინა კვირასთან შედარებით და +9.38% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 241 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 137.10 - 145.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 46 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 53.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.39% წინა კვირასთან შედარებით და +7.43% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 239 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 52.10 - 53.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 68 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 46.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.57% წინა კვირასთან შედარებით და +6.23% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 178 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 44.20 - 48.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 88 ათასი აქცია შეადგინა.